3 ტიპის მორიელი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებით
რამდენიმე მორიელს შეხვდით, მაგრამ ერთმანეთს საერთოდ არ გვანან? საქმე ისაა, რომ 3 ტიპის მორიელი არსებობს:
გამომძიებელი
თუ გსმენიათ გამოთქმა, რომ სპილო ტალახში ორჯერ არასდროს გაივლის, სწორედ ამ ტიპის მორიელზეა ნათქვამი.
ის კარგად იმახსოვრებს სხვების შეცდომებს, გულისტკენას, წყენას, შესაბამისად, მეორედ არავის მისცემს მისი იმედების გაცრუების ან ნდობის ბოროტად გამოყენებას. ამ ადამიანს გარდა ბრწყინვალე მახსოვრობისა (სხვათა შორის, არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ ავიწყდება), აქვს გამომძიებლის შესაშური უნარ-ჩვევები. არ არსებობს ინფორმაცია, რომელსაც ვერ მოიპოვებს, საიდუმლო, რომელსაც ვერ ამოხსნის. სწორედ ამიტომ ცოტა არ იყოს, საშიშები და უცნაურები არიან გარშემო მყოფებისთვის.
საუკეთესო პარტნიორი დანაშაულის ჩადენისას
ამ ტიპის მორიელი უზოოდ ერთგულია, გასაჭირში არასდროს მიგატოვებთ და თუ საქმეს დასჭირდა, თქვენთან ერთად გვამსაც კი გადამალავს. არ სჩვევია სპონტანური ქმედებები. უყვარს ფიქრი, გეგმების შედგენა. თუ რაიმეს აფუჭებს, უჩვეულო ოსტატობას ავლენს. ამ ტიპის მორიელს შეგიძლიათ სიცოცხლეც ანდოთ და საიდუმლოც.
"დეპრესიოინერა" ანუ ნამდვილი "დრამა ქვინ"
ამ ტიპის მორიელებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, რადგან მათი სასოწარკვეთილება ხშირად წამლეკავია. სიცოცხლის ხალისი არ აქვთ, ხშირად წუწუნებენ და ტირიან. ადვილია მათი წყენინება. შეპყრობილები არიან ეჭვებით. ხშირად ეგოისტობითაც გამოირჩევიან.
წყარო: astrologi.ambebi.ge