რომელ ნიშნებს არ უნდა მიანდოთ საქმის ორგანიზება?
ადამიანთა ნაწილი ამტკიცებს,რომ პიროვნება ასაკის მატებასთან ერთად უფრო საიმედო ხდება, თუმცა რამდენად შეუძლია წლებს ადამიანური მახასიათებლების შეცვლა? ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს არ მიანდოთ მნიშვნელოვანი საქმის ორგანიზება.
ლომი
ლომი სულ თავის სტიქიაშია. საოცარი მანიპულატორია, რომელიც ყოველთვის გარშემო მყოფთა ყურადღების მოზიდვით არიან დაკავებული, თავად კი ყველაზე უყურადღებოა, რა თქმა უნდა, არსებობენ მათ ცხოვრებაში ადამიანები, ვისთვისაც საქმეს გადადებს, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს, მათი საქციელის პროგნოზირება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ისინი პირობას დებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დააღწიონ ადამიანს ან პასუხისმგებლობას იმ მომენტში.
ტყუპი
ტყუპის ცხოვრებაში ყველაფერი გაორებულია, ცვალებადი ამინდივით არიან და რა გასაკვირია, თუ უმეტესობა უპასუხისმგებლოა? მას ვერ შეცვლით და მოგიწვეთ დაემორჩილოთ. ვერ შეძლო შეხვედრაზე მოსვლა? არაფერია, მათ შეუძლიათ დაივიწყონ მნიშვნელოვანი დაპირებებიც კი და თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არაფერსაც არ დაგპირდათ, უბრალოდ, არასწორად გაიგეთ მისი სიტყვები.
თევზები
როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, თევზი უპასუხისმგებლოა მხოლოდ მაშინ, როცა ის ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. მათ ფიქრი არ უყვართ, წინასწარ არაფერზე ზრუნვითა და დაგეგმვით არ იწუხებენ თავს. ნუ მიანდობთ მნიშვნელოვანი საკითხებს თევზებს, თუ მკაფიოდ არ ჩამოაყალიბებს თავის ხედვას. ნურასდროს დაგავიწყდებათ, რაოდენ შორს არიან თევზები რეალობისგან. იმ შემთხვევაში თუ დაგაღალატათ, თავს აუცილებლად მსვერპლად წარმოაჩენს და მის გაფანტულობას სხვას გადააბრალებს.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ.
წყარო: astrologi.ambebi.ge