3 ნიშანი, რომელიც 19 თებერვალს გაწეული შრომისთვის კოსმიურ საჩუქარს მიიღებს
თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 19 თებერვლის რჩეულებს, ანუ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც 19 თებერვალს ვარსკვლავები დაასაჩუქრებენ.
ადამიანები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი ჰქონდათ, გააერთიანეთ ერთი იდეის ირგვლივ და აგრძნობინეთ, რომ თითოეული საჭიროა; რომ ერთად უფრო ძლიერები არიან - სწორედ ეს არის ლიდერის ნამდვილი დანიშნულება. ყოველივე ეს კი დაგეგმილი სულაც არ გქონდათ. საქმე ისაა, რომ მოწოდებით წინამძღოლი ხართ და სწორად იქცევით წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე. შესაძლოა ეს ხალხი თქვენი ოჯახის წევრები იყო, ნათესავები, კოლეგები, მეგობრები ან კურსელები. სულ ერთია ვინ არიან, მთავარია ერთ მუშტად შეკარით და ახლა ყველა მიზნის ერთად მიღწევა შეგიძლიათ. სწორედ ამას დაგიფასებენ ვარსკვლავები და გაწეული შრომისთვის დაგასაჩუქრებენ ხალხის სიყვარულით, პატივისცემით, ყურადღების ცენტრში მოქცევითა და ერთგული ,,მიმდევრებით".
სამუშაო მაგიდას რომ მიუჯდებით ხოლმე... ან შეაბიჯებთ თუ
არა იმ სივრცეში, სადაც მთელი დღე ფუტკარივით უნდა იშრომოთ, ყველაფერი გავიწყდებათ. ზღურბლზე ტოვებთ პირად პრობობლემებს და საქმეში თავით ეშვებით. თქვენს თანამშორმლებს შურთ თქვენი მიზანსწრაფულობისა და შრომისმოყვარეობის. გულის სიღრმეში ყველას სურს, რომ თქვენსავით შეურყევი ნებისყოფა ჰქონდე. ამ ქვეყნად არაფერი ჩაივლსის ხოლმე უკვალოდ, შესაბამისად თქვენი შრომაც დაფასდება. 19 თებერვალს ელოდეთ კოსმიურ საჩუქარს. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი შემოსავალი, დიდი ხნის უნახავ ადამიანთან შეხვედრა (რომელიც გენატრებათ), უფროსისგან საჯაროდ წარმოთქმული კომპლიმენტი, სიგელი, დაწინაურება ან მივლინება.
19 თებერვალს საჯარო გამოსვლა გელოდებათ, რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს გარშემომყოფებში. ზოგიერთი სასწორი უხელმძღვანელებს პოეზიის, პროზის ან საქველმოქმედო საღამოს. ასევე, შესაძლოა სასწორს ჰქონდეს პროექტის, წიგნის ან გამოგონების პრეზენტაცია. ნერვიულობა არ ღირს, რადგან შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ კომპანიისთვის საჭირო კადრი ხართ. დასაჩუქრდებით აპლოდისმენტებით, კეთილგანწყობით, ჭიქა ყავით, საქებარი სიტყვებით. მოგვანებით კი
სათავეში ჩაუდგებით მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ფინანსურადაც დაგაწინაურებთ და სახელსაც მოგიხვეჭავთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge