21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი გადახედეთ ხელშეკრულებას, საქმეებს, დოკუმენტებს, შეიძლება ზოგიერთი შესწორებას საჭიროებს. ეცადეთ, ნეგატიურმა ემოციებმა მოვლენების სწორად შეფასებაში არ შეგიშალოთ ხელი. გახსოვდეთ, ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც ნაკლოვანებაზე მიგითითებთ.
კურო
დიალოგი და ურთიერთგაგება ნებისმიერ ურთიერთობაში გამოგადგებათ. მზად უნდა იყოთ სიმართლის მოსასმენად. საქმიანი შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება შეიძლება გაჭიანურდეს.
ტყუპი
იყავით ბეჯითი და ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მეტი მობილიზება გმართებთ ტექსტებთან და დოკუმენტებთან მუშაობისას. აგრეთვე, საბუთების გაფორმებისას.
კირჩხიბი
სიჯიუტე და ეჭვიანობა ხელს გიშლით, რომ ბოლომდე ბედნიერი იყოთ. საყვარელ ადამიანთან სხვადასხვა საკითხზე კინკლაობა სიკეთეს არ მოგიტანთ. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატებაში, რა განერვიულებთ და ეცადეთ, გამოასწოროთ.
ლომი
პრეტენზიები გარშემო მყოფებს კი არა, საკუთარ თავს წაუყენეთ. იმუშავეთ საკუთარი უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე. დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს, ადამიანებს. ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.
ქალწული
არსად დააგვიანოთ, არ დაარღვიოთ წესები. კოლეგებისა და ნათესავებისგან კრიტიკა და შენიშვნები მშვიდად მოისმინეთ. შეიძლება მნიშვნელოვანი წვრილმანებისა და ელემენტარული მოთხოვნილების საგნების გარეშე მოგიწიოთ მუშაობამ.
სასწორი
საჭირო და აუცილებლი ნივთების შეძენის დღეა. ნუ ეცდებით რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას.
თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.
მორიელი
დღეს ყველგან სასურველი სტუმარი ხართ. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი, იუმორის გრძნობა, დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. ეცადეთ, უწყინარი ხუმრობითაც კი არ აწყენინოთ გარშემო მყოფებს. მოერიდეთ ორპირ ქარს.
მშვილდოსანი
შეხვედრების (მოულოდნელისაც) და საქმეების მოგვარების დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებები. დაუკვირდით მოვლენებს, კარგია თვითანალიზიც. ნუ დააყენებთ კომიუტერზე ახალ პროგრამებს.
თხის რქა
კრიტიკულად უნდა შეაფასოთ გარემო, სამეგობრო წრე და ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ახლა გაქვთ. თუ რამე არ მოგწონთ, უნდა შეცვალოთ. ნუ დაზოგავთ ფულს საკუთარ სიამოვნებაზე. განსაკუთრებით, მანდილოსნები.
მერწყული
დაძლიეთ პესიმიზმი და მოემზადეთ გამოცდების ჩასაბარებლად. შეიძლება თქვენთვის უსიამოვნო გარემოში მოგიწიოთ მუშაობამ. ნუ გგონიათ, რომ მარტო ხართ, გამოგიჩნდებათ გავლენანი მფარველი.
თევზები
ქცევაშიც და ურთიერთობაშიც ჰარმონიული და სტაბილური უნდა იყოთ. ნუ გაღელვებთ უცნობი ადამიანების კომენტარები სოციალურ ქსელბში. მეტად გამოავლინეთ თქვენი ეტიკეტი და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის მეგობრული ტონი შეარჩიეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge