თეგებით ძიება

გაწურული მაწვნის დესერტი თაფლითა და ხილით

ინგრედიენტები
მაწონი - 700-800 გ
თაფლი - 2 ს/კ + ზემოდან მოსახმელად
ვანილის შაქარი - 2 ს/კ
ვანილის ჩხირი
სეზონური ხილი

მომზადების წესები
მაწონში აურიეთ თაფლი, ვანილის შაქარი და ვანილის ჩხირის თესლი. ჯამში ჩააფინეთ თხელი ვაფლის პირსახოცი, ან 5-6 ფენად დაკეცილი მარლა, ჩაასხით მაწვნის მასა, მოუკარით თავიმ რომ მიიღოთ ტომარა. დაკიდეთ ჯამზე მაწვნიანი ტომარა 2-8 საათის განმავლობაში ისე, რომ დაიწუროს ზედმეტი სითხე. რაც უფრო დიდხანს დაკიდებთ, მით სქელ მასას მიიღებთ.
შემდეგ გადაიტენეთ მაწვნის მასა ფიალებში, მოასხით კიდევ თაფლი, გააფორმეთ სასურველი ხილით.
გემრიელად მიირთვით


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა