თეგებით ძიება

ფუმფულა პეროგი - მომზადებას არ სჭირდება ბევრი დრო და ენერგია

ტკბილეულის მომზადებას არ სჭირდება ბევრი დრო და ენერგია. მისი მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით.

ვაშლის პეროგი
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, კარაქი გამდნარი და გაგრილებული!!!
4 კვერცხი( ოთახის ტემპერატურის)
1 ჭიქა შაქარი( 200 გ)
ვანილი
მწიკვი მარილი
250 გ.კარაქი ან მარგარინი
500 მლ.მაწონი
1 ჩ.კ სოდა ძმრით ან 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
600 გ. ფქვილი
ვაშლი

მომზადება
კვერცხის ცილა, მარილი ავთქვიფოთ, რომ მივიღებთ მყარ ბეზეს ვამატებთ შაქარს ნელ-ნელა, შემდეგ კვერცხის გულებს და დანარჩენ ინგრედიენტებს სოდა- ძმრით შეურიეთ მაწონში, დააყოვნეთ, რომ გააქტიურდეს და ისე შეურიეთ კვერცხის მასას, ფქვილი დააცერით და შეაზილეთ სილიკონის კოვზით. რომ მივიღებთ ერთფეროვან დასასხმელ მასას, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში მე მოვამზადე საშუალო აჩმის ფორმაში(34/24), მოვალაგოთ გათლილი ვაშლის ნაჭრები, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. სულ ეს არის,მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით".

ავტორი: ინგა ჩიქოვანი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა