თევზის სუპი - სასარგებლო და გემრიელი
ინგრედიენტები:
ზუთხი - 1კგ
მწვანილი - 1პატარა კონა
დაფნის ფოთოლი - 3ცალი
მიხაკ-დარიჩინი - 1/2ჩ/კ
მარილი - გემოვნების მიხედვით
7 ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, მწვანილი, მიხაკ-დარიჩინი და ცოტა მარილი. შემდეგ ამ წყალში მოვხარშოთ კარგად გარეცხილი ზუთხი. ვადუღოთ; დუღილის დროს ხშირად მოვხადოთ ქაფი. როდესაც თევზი მოიხარშება, ამოვიღოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავაცივოთ. შემდეგ დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, ჩავაწყოთ გაწურულ სუპში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.ამ სუპთან ერთად საჭიროა მივიტანოთ თხლად დაჭრილი ლიმონი.