ბოშური კატლეტები: გამოდის საოცრად წვნიანი და ფუმფულა!
რთულია, დაზუსტებით თქვა, ნამდვილად ბოშური სამზარეულოდან არის თუ არა ეს კატლეტები, თუმცა, იმის მტკიცება, რომ ამ წესით მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელი გამოდის, ნამდვილად შეგვიძლია.
ინგრედიენტები
საქონლის ხორცის ფარში - 700 გ
პური ბატონი - 1/2 ცალი
რძე - 150 მლ
ოხრახუში და კამა - 1 კონა
ხახვი - 3 თავი
ნიორი 2-3 კბილი
მარილი - 1/2 ჩ/კ
პომიდორი - 3 ცალი, საშუალო ზომის
ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები:
დაალბეთ პურის ნაჭრები რძეში.
ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ და დაუმატეთ მარილი, დამბალი პური, ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა შეურიეთ ფარშს.
პომიდორს გააცალეთ კანი (წინასწარ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ადუღებულ წყალში), დაჭერით წვრილად. მწვანილიც დაჭერით წვრილად და შეურიეთ პომიდორს. გააჩერეთ ცოტა ხნით და გადაუღვარეთ წვენი, რომელსაც გამოუშვებს.
შეურიეთ პომიდორი ფარშს და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის კატლეტები და დაალაგეთ ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე. აცხვეთ 220 გრადუსზე 25-30 წუთი.