ინგრედიენტები ფორთოხალი - 1 კგ ლიმონი - 400 გ მანდარინი - 300 გ შაქარი - 900გ დაახლოებით
მომზადების წესები ლიმონისა და ფორთოხლის ნახევარს აახეხეთ ცედრა. გამოწურეთ წვენი ყველა მათგანიდან. ყოველ 250 გ წვენზე დაამატეთ 300 გ შაქარი და გახეხილი ცედრა. მოურიეთ და დადგით 1 ღამით მაცივარში. შემდეგ წვენი წამოადუღეთ და ხარშეთ 10 წუთი დაბალ ტემპერატურაზე. გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში. შეინახეთ გრილ ადგილას. სიროპის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კოქტეილებში, დესერტებსა თუ კრემებში