ისპანახის და სოკოს ღვეზელი
ინგრედიენტები
პური მარცვლეულით - 4 ნაჭერი
ქამა სოკო - 2 ჭიქა
წითელი ბულგარული წიწაკა - 1/3 ჭიქა
ხახვი - 1/4 ჭიქა
ისპანახი - 4 ჭიქა
კვერცხი - 8 ცალი
რძე - 1 ჭიქა
პარმეზანი, გახეხილი - 2 ჩ/კ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
დაგჭირდებათ კულინარიული სპრეი ცხობისთვის.
მოასხით კულინარიული სპრეი გამოსაცხობ ფორმას, გააკეთეთ პურის ნაჭრებისგან ტოსტები და დაალაგეთ ფორმაზე.
დაჭერით სოკო, ბულგარული წიწაკა და ხახვი. მოასხით კულინარიული სპრეი ტაფას და მოხრაკეთ ბოსტნეული 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ გარეცხილი და გაწურული ისპანახის ფოთლები და ხრაკეთ კიდევ 2 წუთი.
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და რძე, მოასხით მიღებული მასა პურის ტოსტებს. ზემოდან გაანაწილეთ ბოსტნეულის მოხრაკული მასა, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე და აცხვეთ ღვეზელი 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!