ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან სამეფო ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად?
რა საერთო აქვთ დედოფალ ელისაბედს, პრინცესა შარლოტას, პრინც ლუისა და მეგან მარკლის მომავალ შვილს? სისხლით ნათესაობის გარდა, ყველა კუროა. დედოფალი ელისაბედი 21 აპრილსაა დაბადებული, პრინცი ლუი - 23 აპრილს, პრინცესა შარლოტა - 4 მაისს. "სასექსელი ბავშვიც" მალე დაიბადება და ისიც კუროს ნიშნის ქვეშ.
როგორც ასტროლოგი ალისა ბელი განმარტავს, ეს უბრალო დამთხვევა არ არის. "სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ზოდიაქოს ერთი და იმავე ნიშნის ქვეშ დაიბადებიან, რამდენადაც ოჯახური ურთიერთობები ძალიან კარმულია". "კარმულში" ბელი იმას მოიაზრებს, რომ თითოეული ადამიანი
სხვაზე დიდ გავლენას ახდენს.
გაირკვა, რომ
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ჭარბობს სამეფო ოჯახში კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა რიცხვი. დინასტიის ბევრი წევრი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საიმედო, შრომისმოყვარე, ესთეტიკური ტრადიციებისადმი თავდადებულნი, კონსერვატიული შეხედულებების მქონენი. შევთანხმდეთ, რომ ეს თვისებები სავალდებულოა მათთვის, ვინც მონარქიას მონარქიად აქცევს. დედოფალი ელისაბედი ჭეშმარიტი კუროა - ეს მისი სამოსითაც მტკიცდება.
"დედოფლის ჩაცმის მანერა - ყველაზე აშკარა გამოვლინებაა იმისა, რომ ის კუროა. ყოველდღიურად ერთმანეთის მსგავს კოსტიუმებს ირგებს - იცვლება მხოლოდ ფერი. ეს დედოფალს ისევე ახასიათებს, როგორც კუროს, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იმას ირჩევენ, რაშიც თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. კიდევ ერთი გამოკვეთილი ნიშანია მისი თავდაუზოგავი შრომა და ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა. კუროები ისტორიას პატივს სცემენ და მის შენარჩუნებას ცდილობენ".
წყარო: astrologi.ambebi.ge