თევზი კაცის 3 თვისება, რომელსაც სხვა ზოდიაქოს ნიშანში ვერ იპოვით
თევზების ზოდიაქო, რიგით მეთორმეტე ანუ ყველაზე ბოლო ზოდიაქოს სახლს მართავს. შესაბამისად, მათ, ვინც ამ ზოდიაქოს ნიშანს "პირშიწყალჩაგუბებულად" ან უნიათოდ მოიაზრებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიანაც ცდება შეფასებაში... არსებობს სამი მიზეზი იმისა, რატომ შეიძლება გახდეს თევზი ქმარი ქალისთვის ჭეშმარიტი "მონაპოვარი"... სწორედ ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ დღეს.
1. ის მრავალმხრივი და საინტერესოა - მამაკაცი თევზების ხასიათში ერთდროულადაა გაერთიანებული წინამორბედი თერთმეტი ნიშნის სხვადასხვა შტრიხი. ამიტომ იგი შესაძლოა ლომივით დიდსულოვანი, მშვილდოსანივით მხიარული, კირჩხიბივით მზრუნველი, მორიელივით ეჭვიანი და კუროსავით სტაბილური იყოს. თევზები დუალური ნიშანია. შესაბამისად, ამ კაცს მრავალსახოვნება
ახასიათებს, ამიტომ მასთან ვერ მოიწყენთ.
2. ერთგული მეგობარი და სულის მესაიდუმლეა - როგორც წესი, ქალების დიდ ნაწილს თუ ყველას არა, აქვს გარკვეული "საჩოთირო თემები", რომელთა შესახებაც მეორე ნახევართან ვერ საუბრობს და ურჩევნია ამ მხრივ დაქალებს მიმართოს მხარდაჭერისთვის. თევზი ქმარი ამ მხრივ გამონაკლისია. მასთან შეგიძლიათ იყოთ ის, რაც ხართ, არაფერი დაფაროთ და თავს უფლება მისცეთ თქვენი სულის ყველაზე ბნელ, ბინძურ კუნჭულებშიც კი ჩაახედოთ იგი. ამის გამო მას არავითარ შემთხვევაში არ შეეცვლება თქვენზე აზრი და არც გადაუყვარდებით.
3. ყოველთვის სჯერა სასწაულების - დიახ, თევზების ზოდიაქო ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი დოზით წარმოშობს მეოცნებეებს. ამიტომ თქვენ ქმარში მუდმივად ცოცხლობს ბავშვი, რომელიც სამყაროს მოლოდინით და ოპტიმიზმით სავსე გამომეტყველებით უცქერს. მას მუდამ სჯერა "ჰეფი ენდების", ეს კი ის თვისებაა, რომლის გამოც სამყაროს მამაკაცური ნაწილი გამუდმებით აკრიტიკებს ქალებს. ჰოდა, უკეთესი მოტივატორი ვინ უნდა ინატროთ გვერდით თუკი ცხოვრების მეგზურად თევზ მამაკაცს ირჩევთ?
წყარო: astrologi.ambebi.ge