თეგებით ძიება

მთვარის ჰოროსკოპი: 14 მაისი

სამშაბათი, მთვარე გადის სასწორის ზოდიაქოს
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ.
გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ.
მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
ცუდი დღეა ვაჭრობისათვის.
საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ.
კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ღრმა სიბერემდე მიაღწევს.
მცირე ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ.
თმის შეჭრა კარგია.
ამ დღის ქვებია: სერდოლიკი, ცეცხლოვანი ოპალი.
დღის გაფრთხილება: დავარდნილი დანა ან ჩანგალი უსიამოვნებას მოასწავებს.

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 14:18
მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 23:50

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა