რა უნდა გერქვას, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? დაემთხვა თქვენს სახელს?
ადამიანის სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის განსაზღვრავს მის ბედისწერას. ხშირად, სახელშეცვლილი ადამიანის ცხოვრებაც იცვლება. ამიტომ დიდი ყურადღება გმართებთ სახელის არჩევისას. გთავაზობთ იმ სახელებს, რომლებიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვისაა.
ვერძი
ვერძს ყველაზე მეტად უხდება შემდეგი სახელები: მარიკა, მაქსიმე, სანდრო, ვიქტორია, ნიკა, გიორგი, ლევანი - ეს სახელებიც ისეთივე ენერგეტიკის მატარებლები არიან, როგორიც თავად ვერძის ზოდიაქო. მიზანდასახული, ჯიუტი და საკუთარ წარმატებაზე ორიენტირებული.
კურო
მიშა, მიხეილი, ელენა, ელისო, ევა, მარინა, ნინო, თამუნა, ირინა, გია, გიორგი - ეს სახელები თავიანთ
პატრონებს დააჯილდოებენ უშიშრობით და ფულის მოხვეჭის იღბლით.
ტყუპი
ურთიერთობაში სასიამოვნო და ძალიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებთან ნაცნობობის სასიამოვნო განცდები დიდხანს გაგყვებათ. ტყუპს შეუძლიათ მოხიბლონ ნებისმიერი ადამიანი თავიანთი ორატორული ნიჭით, ხოლო ეს ყველაფერი გაორმაგებული ენერგიით წამოვა, თუ გქვიათ: კირა, ელა, ნატალია, ანასტასია, ტასია, ეკატერინა, მარიანა, ირაკლი, ლადო, კრავაი.
კიბო
კიბორჩხალას თავისებური ხედვა აქვს სამყაროზე და მომხდარის აღქმა ლამაზად და განსხვავებულად მხოლოდ მას შეუძლია. ისინი არიან უნიკალურები თავიანთი სიყვარულის ნიჭითა და შესაძლებლობით. მათ მუდამ იციან, რა სურთ. ჭეშმარიტი კიბორჩხალის სახელებია: გიგი, გიგა, დავითი, ოთარი, ი
ანა, ანა, ილია, ლიდია, ანდრე, დიმიტრი, ლუკა.
ლომი
არცთუ ისე დიდი მოთმინების ძალა აქვთ, არიან მალე ფეთქებადები და ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულები, ასევე, მომხვეჭელები უფრო მეტად, ვიდრე კურო. შეეფერებათ და უხდებათ შემდეგი სახელები: ნინო, მარიამი, ირაკლი, გიორგი, პეტრე, ლევანი, არიანა, ემა, ალა და სხვა ყველა ის სახელი, რომელიც წარმოთქმის დროს ჟღერადია.
ქალწული
ჭეშმარიტი ქალწულის სახელებია: ევა, ლიდია, ინა, თეა, შორენა, მარიამი, ლუკა, თევდორე, გია, იაკობი, კობა, არჩილი. ეს სახელები დაეხმარებათ თავიანთ პატრონებს, ეფექტურად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და სწორად გადაანაწილონ შინაგანი ენერგიის ძალა და რესურსები.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ, ამ სახელების მატარებელ ადამიანებს ყველაზე უფრო შესწევთ ძალა და ნიჭი, მიიზიდონ ფული. ნიკა, ირინა, მარგო, თინათინი, რეზო, ლადო, ნინო, ალეკო, დალი, ლელა, ლეილა, სალომე -ამ სახელებს უადვილდებათ, მართონ სიყვარული და მიიზიდონ ბარაქა, წარმატება, იღბალი თავისკენ. ამიტომ სასურველია, აქცენტი გააკეთონ მატერიალურ კეთილდღეობაზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge