ოთხშაბათი, მთვარე გადის სასწორის ზოდიაქოს თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას;
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; ამ დღეს კეთილი ადამიანები იბადებიან, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შეხვდებათ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს (გარდა ვაშლისა). შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოერიდეთ ვარცხნილობის შეცვლას. ამ დღის ქვებია: ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი, ლაზურიტი.
მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 15:43
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა. ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე. წყარო: astrologi.ambebi.ge