თეგებით ძიება

როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი და მისი სიყვარული, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

პირადი ცხოვრება და მისი პერიპეტიები, ნებისმიერი წყვილის შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა, თუკი ჩვენ მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, გვაქვს შანსი მისი სუსტი წერტილებიც ამოვიცნოთ და დაძაბულობის შემთხვევაში, მარტივად და ოსტატურად შემოვირიგოთ იგი.

ვერძი - მისი დაბრუნება გულწრფელი მობოდიშებით შეიძლება. თუმცა, უნდა აცალოთ, სანამ ბრაზი გადაუვლის და კონტაქტზე მხოლოდ ამის მერე გახვიდეთ. ნუ მოაბეზრებთ თავს ახსნა-განმარტებებითა და ულტიმატუმებით. ღირსეულად მაგრამ გულწრფელად აღიარეთ თქვენი შეცდომები.

კურო - მისი გაბრაზებაც ძნელია და შემორიგებაც. კურო უზომოდ მომთმენი ნიშანია, ამიტომ თუ მისი განაწყენება მართლაც შეძელით, დრო და მოთმინება დაგჭირდებათ მის გულში ძველებური პოზიციის დასაბრუნებლად. იყავით მაქსიმალურად თბილი, მზრუნველი და გამგებიანი. ნაკლებად ისაუბრეთ წარსულის წყენაზე.

ტყუპი - იგი შეიძლება მარტივად გაცხარდეს, თუმცა მარტივადვე შეიძლება მისი შემორიგება. ტყუპი ცვალებადი ნიშანია. შესაბამისად, კონფლიქტის შემდეგ მიეცით საშუალება, რომ "კარგად განიავდეს", გაიარ-გამოიაროს, გული გადააყოლოს და ამის შემდეგ მარტივად შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება. წყენა მას აღარც ემახსოვრება.

კირჩხიბი - მისი გულისტკენა საკმაოდ მარტივია, წყენას კი ეს კაცი ხანგრძლივად და მონდომებით იმახსოვრებს. ამასთან ერთად, პრობლემა ისაა, რომ ხშირად ვერ გაიგებ ზუსტად რა, როდის ან რატომ ეწყინა. მის შემოსარიგებლად მზრუნველობისა და სითბოს განსახიერებად უნდა იქცეთ. ნუ დაუწყებთ გამოკითხვას რაზეა განაწყენებული. საშუალება მიეცით, როცა ბრაზი გადაუვლის თავად ალაპარაკდეს.

ლომი - თუკი იგი თქვენზე სერიოზულად გაანაწყენდა, მიზეზი მარტივი გამოსაცნობი იქნება – როგორც ჩანს, ყურადღება მოაკელით. ლომი უზომოდ თავმოყვარე, ამაყი და ემოციური მამაკაცია. ამიტომ თუ შეგატყოთ, რომ სამყაროს ცენტრად არ თვლით მარტივად გაცივდება თქვენ მიმართ. მის შემოსარიგებლად მოსიყვარულე, თბილი და დამყოლი უნდა გახდეთ. მიეცით საშუალება თამაშის წესები თავად დააწესოს. დაემორჩილეთ და დაუმტკიცეთ, რომ თქვენთვის იგი უპირველესი ავტორიტეტია.

ქალწული - წვრილმანებზე ბრაზდება და შეუძლია საათობით იბუზღუნოს ამის გამო. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გადაამლაშეთ, ხანგრძლივი დროით გაგიჭირდებათ მისი შემორიგება. მამაკაცი ქალწული უზომოდ მოწესრიგებული და პრინციპული ინდივიდია. საიმისოდ, რომ გაპატიოთ, პირველ რიგში თქვენც მასავით მოწესრიგებული უნდა გახდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.

სასწორი - მისი გაბრაზება ერთობ რთული რამაა. რომც გაანაწყენოთ კიდეც, უკმაყოფილებას ჩხუბითა და დებოშით იშვიათად გამოხატავს. თავაზიანი ღიმილით სახეზე, უბრალოდ და მარტივად დაგემშვიდობებათ. მის შემოსარიგებლად კი დიპლომატიური მიდგომა, ტაქტი და გულისხმიერება დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, არასოდეს უნდა დააძალოთ რამე, მიუხედავად ხასიათის სირბილისა, მას გასაოცარი სიჯიუტის გამოჩენა შეუძლია რიგ შემთხვევებში.

მორიელი - ამ კაცის გაბრაზება არამხოლოდ ფსიქოლოგიური, ფიზიკური ტრამვების საწინდარიც შეიძლება გახდეს თქვენთვის. მორიელი შურისმაძიებელი და სასტიკია, როცა ვინმე მის თავმოყვარეობას უხეშად ეხება. ერთადერთი გამოსავალი საიმისოდ, რომ მას გული აუჩუყოთ და პატიებაზე დააფიქროთ, არის ის რომ დაანახვოთ, როგორ გიჭირთ უიმისოდ ცხოვრება და რომ ამქვეყნად ყველაფერმა დაკარგა აზრი მას შემდეგ, რაც ერთად აღარ ხართ.

მშვილდოსანი - იგი მომენტალურად ფეთქებადი მამაკაცების კატეგორიას განეკუთვნება. თუმცა წყენა, როგორც წესი,
მალე გადასდის და ავიწყდება. თუ მაინც მოახერხეთ მისი სერიოზულად განაწყენება, შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი ამ კაცის თვალთახედვის არედან გაქრეთ და საკუთარი ცხოვრებით დაკავდეთ. მოკლე ხანში იგი თავად დაინტერესდება იმით, სად ხართ და რას საქმიანობთ მის გარეშე.

თხის რქა - როგორც წესი, მისი წყობიდან გამოყვანა რთული და ხშირად შეუძლებელიც კია. თხის რქას რკინის ნერვები აქვს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. თუმცა, თუ მაინც შეძლებთ მის განაწყენებას, შერიგებაზე შეგიძლიათ ხანგრძლივი ვადით არც კი იოცნებოთ. თხის რქა ძალიან ჯიუტი და პრინციპული კაცია. საუკეთესო გზა მასთან ზავის დასადებად არის მშვიდი საუბარი და საკუთარი შეცდომების გულწრფელი აღიარება. თუმცა, ამ ფაქტის შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის საკითხი, რამდენად მოისურვებს იგი თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას.

მერწყული - მისი გაბრაზება ფაქტობრივად შეუძლებელია. მერწყული უკონფლიქტო და ჰუმანური ინდივიდია, ამიტომ თუ ჩათვლის, რომ თქვენ მას ვეღარ უგებთ მშვიდად და ყოველგვარი ექსესების გარეშე დაგემშვიდობებათ. უფრო მეტიც, სამომავლოდ მეგობრობის გაგრძელებასაც კი შემოგთავაზებთ. ჰოდა, სწორედ ამ შანსს უნდა ჩაეჭიდოთ. იმიტომ რომ მერწყულთან სიყვარული ყოველთვის მეგობრობით იწყება.

თევზები - ალბათ კითხვა ასე კი არ უნდა დავსვათ – "რით შეიძლება თევზი კაცის განაწყენება?" – მართებულია ვიკითხოთ, "რით აღარ?". მამაკაცი თევზი უზომოდ წყენია, ემოციური და სენტიმენტალური ადამიანია. ამიტომ თუ მას გაანაწყენებთ, ხანგრძლივი დროის მანძილზე "ჩაიგუბებს პირში წყალს" და დარდის გასაქარვებლად ალკოჰოლს მიეძალება. მის შემოსარიგებლად საჭიროა მაქსიმალური მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ, იქცეთ მზრუნველ დედად, მოსიყვარულე საყვარლად და გამგებიან ცოლად.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა