ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები გამოიყურებიან ასაკის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად?
გარეგნობაზე ზრუნვა და კარგი იმიჯი, ალბათ ყველა ქალისთვის წარმოადგენს ასე თუ ისე პრიორიტეტს. თუმცა, მარტოოდენ ვარჯიში, სწორი კვება ან პლასტიკური ოპერაციები ვერ დაამარცხებს ასაკს. საიმისოდ, რომ არ დაბერდეთ, შინაგანად უნდა იყოთ მარად ახალგაზრდა. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ასტროლოგები და ეზოთერიკოსები და არის ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი. არსებობს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომლის წარმომადგენელი ქალებიც ძირითადად ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
ვერძი - სულით ბავშვია, გასაოცრად ინფანტილური და მუდმივად სასწაულების მორწმუნე. ქალი ვერძი აქტიური, დინამიკური და მოუსვენარია. ამიტომ არასოდეს რჩება დრო იმის გასააზრებლად რა ულმობლად მიქრის დრო. იგი იშვიათად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე თავგადაკლულად. სამაგიეროდ, ყოველთვის იმოსება ახალგაზრდულ სტილში და გარეგნობაც უწყობს ამაში ხელს.
ტყუპი - როგორც წესი ტანმორჩილები, მოუსვენრები, საოცრად დახვეწილები და ქალურები არიან. ტყუპ ქალს ასაკს ვერასოდეს შეატყობთ, იმიტომ რომ იგი საოცრად მოხდენილი,
მოქნილი და დახვეწილია. იმოსება როგორც თინეიჯერი, იშვიათად უჩივის ზედმეტ წონას და ცდილობს მუდმივად გაიფართოოს ჰორიზონტი, ინტელექტუალურად განვითარდეს. ხანდაზმულ ასაკშიც არ იშლის ფლირტს და მუდმივად ჰყავს თაყვანისმცემლები.
მშვილდოსანი - სურვილი მუდმივად იხეტიალოს და გამუდმებით მიიღოს ახალ-ახალი შეგრძნებები, ალბათ არის კიდეც ქალი მშვილდოსნისთვის ახალგაზრდობის "ელექსირის" საიდუმლო. მშვილდოსანი ქალები სპორტს მისდევენ, ოპტიმისტები არიან, უყვართ ცხოველები, ბავშვები, ტყე-ღრეში ხეტიალი და მხიარულება. მათთვის ცხოვრება ერთი დიდი საცირკო ბალაგანია, სადაც თავადაც სიამოვნებით ირგებენ ჯამბაზის როლს. ჰოდა, ასეთ ქალს რა დააბერებს აბა?
მერწყული - ორიგინალური, არასტანდარტულად მოაზროვნე, მეგობრული და საოცრად ჰუმანური ქალია. მერწყული ქალი არასოდეს მისდევს მოდას და იცვამს ისე, როგორც მის სულ და გულს, მის შინაგან განწყობას გაუხარდება. იგი ნაკლებად ხმარობს კოსმეტიკას, თუმცა ბუნებრივიც საოცრად მომხიბვლელია. მისი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო სიკეთესა და ჰუმანურობაში იმალება. მერწყული არასოდეს განსჯის სხვას, არ უსურვებს ავს და ნაკლებად ჭორაობს ვინმეზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge