17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი დილიდან პოზიტიური და ღიმილიანი ხართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
კურო
დაძაბულობა ნელ-ნელა მოგეხსნებათ. ენერგიის მოზღვავებას დღის მეორე ნახევარში იგრძნობთ. ყველაზე სერიოზულ კუროსაც კი მოუნდება დინამიკა და მძაფრი შეგრძნებები.
ტყუპი
გადახედეთ საქმეებს და მხოლოდ აუცილებელი შეასრულეთ. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, მცირე რისკი გმართებთ, რომ სხვა ეტაპზე გადახვიდეთ. ფიზიკური აქტიურობისას სიფრთხილე გამრთებთ.
კირჩხიბი
შეიძლება საყვარელი ადამიანის სურვილების ასრულებამ მოგიწიოთ და პირადი ინტერესები გვერდზე გადადოთ. დღის მეორე ნახევარში დიპლომატიურობა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ.
ლომი
იყავით ხალისიანი, სიამოვნებაზე საკუთარ თავს უარი არ უთხართ, მაგრამ ზომიერება და სიფრთხილის დაცვა არ გაწყენთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ქალწული
დილა დასვენებას, ძალების აღდგენას და დღის გეგმის შედგენას დაუთმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით რბილი და პოზიტიური მის მიმართ.
სასწორი
გარშემო არსებული სიტუაცია (ნათესავის ან საყვარელი ადამიანის ქცევა) მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ და შეძლება ინერვიულოთ კიდეც. მოერიდეთ აგრესიულობას. ზოგიერთს პრიორიტეტების ცვლილება ელის.
მორიელი
გადამეტებული პირადი მოთხოვნების გამო შეიძლება დამოკიდებულება გაგიფუჭდეთ გარშემო მყოფებთან. იყავით მაქსიმალურად თავდაჭერილი. ზოგიერთს ნათესავებთან, მეზობლებთან მოუწევს
კამათში ჩართვა.
მშვილდოსანი
ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას და ნუ შეასრულებთ ისეთ საქმეებს, თავად რომ დაზარალდეთ. ეცადეთ რომანტიკა, მეგობრობა და შემოქმედება ფინანსებთან არ აურიოთ. მატერიალური საკითხები დამოუკიდებლად მოაგვარეთ. სხვა დღისთვის გადადეთ საჩუქრების ყიდვა.
თხის რქა
დილით დაისვენთ და იძულებით და ძალით ნურაფერს გააკეთებთ. მხოლოდ სასიამოვნო და აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მოიტოვეთ დრო რომანტიკისთვის.
მერწყული
დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწევთ ცვლილებები, გეგმების შეცვლა. დაიცავთ უსაფრთხოების ნორმები, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. შვებას რომანის განვითარებასა და გართობაში იგრძნობთ.
თევზები
ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება უსიამოვნება შეგიქმნათ როგორც ფინანსურ სფეროში, ასევე სამეგობროსა და პირად უსაფრთხოებაში. ცვლილებები ელით მეგობრებსა და ნათესავებს და, რა თქმა უნდა, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge