თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქმრები მდიდრდებიან ყველაზე ხშირად?

ჭკვიან ქალს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მეუღლის ცხოვრებაში. გსმენიათ ფრაზა „ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ჭკვიანი ქალი“? ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს მეუღლის გამდიდრება შეუძლია. საინტერესოა, მოხვდით თუ არა ამ ჩამონათვალში.


კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები "ჭეშმარიტი" ცოლები და დედები არიან ამ სიტყვის სრული გაგებით. ქალი კირჩხიბი წინდახედული და ფრთხილია. ამასთანავე, მისთვის მუდმივად პროირიტეტად რჩება ოჯახის ინტერესები, თუნდაც ამის გამო საკუთარის გვერდზე გადადება მოუწიოს. კირჩხიბი ხელმომჭირნეა ფინანსებთან მიმართებაში, შესაბამისად, მეუღლეს არასოდეს მისცეს საშუალებას მონაგარი პირწმინდად გაანიავოს. ზოგადად, კირჩხიბ ქალებს უყვართ ყველაფრის შეგროვება, მათ შორის უპირველესი კი, რა თქმა უნდა, ტკიცინა კუპიურებია. ეს ის ქალი არ არის, რომელიც თქვენს ფულს უმისამართოდ გაანიავებს, პირიქით, ეცდება, რომ თანხა კარგად დააბანდოს და სამომავლოდ ისევ თქვენ მოგიმართავთ ხელს რაიმე, უფრო გრანდიოზული ბიზნესის დასაწყებად.
Astrologia
სასწორი
- დიპლომატიური უნარებით დაჯილდოებული, მომხიბვლელი და საშინლად ჭკვიანი ქალი. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა მართოს ყველაზე რთული მამაკაციც კი. ამასთან ერთად, ყველაფერს ჰაეროვნად, ყოველგვარი ძალდატანებისა და სკანდალების გარეშე აკეთებს. ქალი სასწორი შესანიშნავი




მეუღლე და მეგობარია, იგი ყოველთვის მზადაა იყოს იდეალური დასაყრდენი მამაკაცისთვის და არასოდეს წავა, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ, მით უმეტეს ღიად და საჯაროდ. იგი შესანიშნავი მსმენელი და კარგი მრჩეველია, თუმცა არ ახასიათებს საკუთარი აზრი აგრესიულად მოახვიოს თავზე მეუღლეს. სამაგიეროდ, მამაკაცები მის რჩევებს მუდამ ითვალისწინებენ და მოგებულიც რჩებიან.
Astrologia
თხის რქა - ამბიციური და ძლიერი ქალია. იგი ვერ იტანს სუსტ მამაკაცებს. თუმცა, შესაძლოა ჭკუაში დაუჯდეს ნიჭიერი კაცი, რომლის ნიჭიერებსაც სათავისოდ "შეფუთავს" და გამოიყენებს. ქალი თხის რქები ხშირად ხდებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების ან პოეტების ცხოვრების მეგზურები. განა იმიტომ, რომ ხმაური და ხელოვნება უყვართ, არა - ასე მათი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გაცილებით ნოყიერი ნიადაგი იქნმნება. ხშირად ისინი პოლიტიკოსებსაც უმშვენებენ გვერდს (გაიხსენეთ მიშელ ობამა) ისევ და ისევ იმის გამო, რომ საკუთარი შესაძლებლობები ქმრის თანამდებობის მეშვეობით კარგად გამოიყენონ.
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა