5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც საუკეთესო ჯაშუში იქნებოდა
ვერასდროს მიხვდები, მათგან რას უნდა მოელოდე, რადგან ისინი ყოველთვის ყველაფერს საკუთარ თავში ინახავენ.
თევზები
მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. გამოცანებით, გამოთქმელი ფრაზებითა და სულიერი განცდებითაა აღსავსე. ხშირად გარშემო მყოფებისთვის დახურულია. საკუთარ ფიქრებს არავის ანდობს. იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს, რომ არ საჭიროებს საკუთარი გრძნობების სხვებისთვის ტრანსლირებას.
მორიელი
უამრავი საიდუმლო აქვ, რომლებსაც არავის უმხელენ. ეს მის განცდებს, მისწრაფებებს ეხება. მორიელი მუდმივად სიფრთხილით ეკიდება გარშემო მყოფებს. ყველა კარტი რომ გადმოგიშალოთ, გვერწმუნეთ, გულის სიღრმეში მაინც უამრავი საიდუმლო დარჩება.
სასწორი
მერყევია და გარშემო მყოფებისგან მალავს საკუთარ გრძნობებს, შეგრძნებებს. შეიძლება, არასწორად გაუგონ, შეიძლება თავად შეცვალოს საკუთარი მოსაზრება. მას კი სურს, მუდამ სიმართლე თქვას, ან ის, რაშიც ბოლომდე დარწმუნებულია.
ქალწული
საკუთარი საიდუმლოებების შენახვაც შეუძლია და გარშემო მყოფებისაც. მუდამ თავშეკავებული და ემოციურად ცივია. არასდროს აჰყვება წუთიერ სიამოვნებას. მას კარგად შეუძლია საკუთარი გრძნობების შენიღბვა, რადგან არავინ გამოიყენოს მასზე ინფორმაცია მისავე წინააღმდეგ.
მერწყული
მის საიდუმლოობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ის არასტანდარტულად აზროვნებს. ამიტომ, გარშემო მყოფებისგან თავი რომ დაიცვას, არ გაახმოვანებს თავის იდეებსა და აზრებს. გარდა ამისა, დარწმუნებულია, რომ ადამიანი უნდა იმსახურებდეს გულწრფელობას, საიდუმლო რომ გაუმხილოს.
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.
წყარო: astrologi.ambebi.ge