თეგებით ძიება

მომავალი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 20-26 მაისი

ვერძი სიყვარული - რეალისტურად შეხედეთ ურთიერთობებს და თუ რამე არ მოგწონთ შეცვალეთ. პარტნიორიც კი. ფინანსები - ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე. დაასრულეთ პროექტები. კვირის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. ჯანმრთელობა - ვარჯიში მეტად მოქნილსა და პლასტიკურს გაგხდით. ყურადღებას ითხოვს ყბა და კბილები
Astrologia
კურო
სიყვარული - ნუ გგონიათ, რომ იდეალური არ ხართ და სატრფოს გულს ვერ მოიგებთ. გააქტიურდით.
ფინანსები - წარმატება აქტიურ და მიზანსწრაფულ ნიშნებს ელის. ხუთშაბათს დაგეგმილი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა დღისთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - სასურველია, სუფთა ჰაერზე ივარჯიშოთ. მიხედეთ სასუნთქ სისტემას.

Astrologia
ტყუპი
სიყვარული - სიახლეები არავის აწყენს. ვიღაც ინტენსიურად ეცდება თქვენი გულის მოგებას.
ფინანსები - დაწინაურება გელით. გაიუმჯობესეთ იმიჯი. ფულის ხარჯვა მოგიწევთ რეკლამაზე.
ჯანმრთელობა - თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. თავი შეიკავეთ რთული ფიზიკური აქტიურობისგან.

Astrologia
კირჩხიბი
სიყვარული - გამოსცადეთ პარტნიორი ერთგულებასა და საიმედობაზე.
ფინანსები - ცვლილებები ნუ შეგაშინებთ. კვირის მეორე ნახევრიდან იზრუნეთ თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე.
ჯანმრთელობა - გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

Astrologia
ლომი
სიყვარული - კომპლიმენტები პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ზოგიერთი პარტნიორთნ დაშორებას გადაწყვეტს.
ფინანსები - საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. თავადაც გააქტიურდით შემოქმედები იდეების განხორციელებისთვის.
ჯანმრთელობა - თუ მგზავრობა გიწევთ, მაქსიმალური კომფორტი შეიქმენით. მოერიდეთ მკვეთრ ილეთებს.

Astrologia
ქალწული
სიყვარული - ახალი ვნების გამო დაქორწინებულებმა შეიძლება პარტნიორს უღალატონ. უსიამოვნებებში მხოლოდ პარტნიორი არაა დამნაშავე.
ფინანსები - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან. უმეტესობა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
ჯანმრთელობა - ხალხური საშუალებებით იმკურნალეთ. ანტიბიოტიკებმა შეიძლება დაგაზარალოთ.

Astrologia
სასწორი
სიყვარული - შეისწავლეთ პარტნიორი, მისი სურვილები. გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ საოჯახო ბედნიერების საიდუმლო.
ფინანსები - მივლინება კარგად ჩაივლის. მოაგვარეთ ტრანსპორტის საკითხები. ზოგი პრემიას მიიღებს.
ჯანმრთელობა - ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. ფიზკური აქტიურობა ცეკვით, იოგით ჩაანაცვლეთ.

Astrologia
მორიელი
სიყვარული - საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მოსიყვარულე და ყურადღებიანი. ნუ




შეუზღუდავთ თავისუფლებას, თუ არ გსურთ, მარტო დარჩეთ.
ფინანსები - შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოგიჩნდებათ. მოაწესრიგეთ საკადრო პრობლემები.
ჯანმრთელობა - ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესოთ. ყურადღებას ითხოვს კუჭ-ნაწლავის სისტემა.

Astrologia
მშვილდოსანი
სიყვარული - თუ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ იზრუნებთ, გრძნობა გაქრება. დააკვირდით მოვლენებს და სწორი დასკვნები გამოიტანეთ.
ფინანსები - მშვიდ, გარემოში, განმარტოებით იმუშავეთ. მიხედეთ დაგროვილ საკითხებს.
ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიამაღლეთ იმუნიტეტი. რჩევები შეგიძლიათ უცხოელი სპეციალისტებისგან მიიღოთ.

Astrologia
თხის რქა
სიყვარული - უსიამოვნებები საყვარელი ადამიანთან ერთად, მშვიდად მოაგვარეთ. ნუ აჩქარდებით და ნუ ეცდებით ურთიერთობის დასრულებას.
ფინანსები - ყური დაუგდეთ რას ამბობენ კოლეგები და პარტნიორები. ფული მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს ანდეთ.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ზედა კიდურებს

Astrologia
მერწყული

სიყვარული - ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ საყვარელ ადამიანს კიდევ უფრო მეტად შეაყვაროთ თავი. ნებისმიერი კონფლიქტი კოცნებითა და ჩახუტებით ჩააცხრეთ.
ფინანსები - სემინარების, მივლინებების კვირაა. მოერიდეთ პოლემიკას ავტორიტეტებთან. მოიმატებს ფინანსური ხარჯი.
ჯანმრთელობა - შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა. რჩევები მეგობრებს კი არა, პროფესიონალებს ჰკითხეთ.

Astrologia
თევზები
სიყვარული - საყვარელი ადამიანი ის არ გაათამამოთ, რომ სანანებელი გაგიხდეთ. გახსოვდეთ, "მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, მიჩვეულს ვერ გადააჩვევ"...
ფინანსები - არ გათქვათ კონფიდენციალური ინფორმაცია. კვირის ბოლოს მოერიდეთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვას.
ჯანმრთელობა - ოჯახში მომზადებული, ჯანსაღი საკვები მიიღეთ. აღმოსავლური ცეკვა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

Astrologia

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა