როგორ ესმით რომანტიკა ზოდიაქოს ნიშნებს?
სამყარო რომ ზედმეტად პრაქტიკული და მატერიალისტური გახდა, ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია. ზოგჯერ ყველაზე არარომანტიკულ ადამიანებსაც კი სჭირდებათ სილამაზისა და ესთეტიკის საყვარელი ადამიანისთვის გაზიარება. გაინტერესებთ, როგორ ესმით ზოდიაქოს ნიშნებს სიტყვა „რომანტიკა“?
ვერძი
მოტოციკლეტზე შემოხტა, უკან პარტნიორი შემოისვა და გაზს ჩაადგა... ტრასაზე ბოლო სიჩქარით მიდიოდა,
მის ირგვლივ სრაფად იცვლებოდა ჯერ ქუჩების, შემდეგ კი ბუნების ხედები. მან იცოდა, რომ თაისუფალი იყო...
და ამ თავისუფლებას საყვარელ ადამიანს უზიარება; - აი ეს არის ვერძისეული რომანტიკა.
კურო
გემრიელი და ლამაზი კერძებით გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ, არც სანთლების ანთება და სუფრაზე ყვავილების დაწყობა დავიწყებიათ... წითელი ღვინო ჩამოასხეს და სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს. - ეს არის კუროსეული რომანტიკა.
ტყუპი
კლუბიდან კლუბში გადადიოდნენ, გონების დაკარგვამდე სვამდნენ და ცეკვავდნენ. ტკბებოდნენ მუსიკით და ერთმანეთით. ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ. ცდილობდნენ ხშირად შეხებოდნენ ერთმანეთს...- ეს არის ტყუპისეული რომანტიკა.
კირჩხიბი
ისინი ზღვას სირბილით მიუახლოვდნენ... შევარდნენ და დიდხანს ბანაობდნენ ერთად. თამაშობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს აწვალებდნენ... დაქანცულები ამობრუნდნენ პლიაჟზე... ცხელ ქვიშაში ჩაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ. ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და ერთად გატარებულ ბენდიერ მომენტებს იხსენებდნენ. ნელ-ნელა მე ჩაესვენა და მათი ყურადღება ნაირფერმა დაისმა მიიიქცია. გაჩუმდნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ, - ასეთია კირჩხიბისეული რომანტიკა.
ლომი
ზუსტად ის უყიდა, რაზეც ოცნებობდა და ძალიან გაახარა. ქუჩაში მისეირნობდნენ, როცა ქარი ამოვარდა. მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა და მას მოახვია... - აი ასეთია ლომისეული რომანტიკა.
ქალწული
მათ ერთად იპოვეს სახლი "იდეაური ოჯახისთვის," ბევრი ეძებეს შესაფერისი ავეჯი და ტექნიკა, დაათვალიერეს შპალერი და ფარდები. გადაანაწილეს საერთო ბიუჯეტი. დაგეგმეს შვილების რაოდენობა და შეარჩიეს სახელები. შემდეგ კი დაღლილები ჩაესვენნენ საწოლში და ჩახუტებულებმა დაიძინეს... - ასეთია ქალწულის რომანტიკა.
სასწორი
მოულოდნელად წვიმა წამოვიდა! მან ხელი მოხვია და გამოიცეკვა... ცეკვავდნენ წვიმაში და სველდებოდნენ.
ბოლოს, ერთმანეთისკენ საკოცნელად გადაიწიეს და სამყარო გაჩერდა, - ასეთია სასწორისეული რომანტიკა.
ისინი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, ცეცხლი ედებოდათ სხეულზე... იცოდნენ, რომ ერთმანეთს უნდა დაპატრონებოდნენ. სიყვარულით სექსი - სწორედ ეს არის მორიელისეული რომანტიკა.
მშვილდოსანი
ცხენებს შემოახტნენ და მდელოზე გაიჭრნენ. დიდხანს იჯირითეს მთაში. ტყეში ჩამოქვეითდნენ, ცხენები დაასვენეს, და ფეხით ხეტიალი განაგრძეს. მიტოვებულ ქოხს მიაგნეს და გადაწყვიტეს, ცოტა ხნით იქ ეცხოვრათ. თავიანთი ხელით შეაკეთეს, შეშა მოაგროვეს და ცეცხლი დაანთეს. სანამ მოსაღამდებოდა, ნადირობა და თევზაობაც მოასწრეს. - ასეთია მშვილდოსანის რომანტიკა.
თხის რქა
მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მის გვერდში აღმოჩნდა და თავი დაცულად აგრძნობინა, - ასეთია თხის რქის რომანტიკა.
მერწყული
ვარსკვლავების საყურებლად წაიყვანა და დაჰპირდა, რომ ერთ დღეს მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდებოდა, - ასეთია მერწყულისეული რომანტიკა.
თევზები
ღამით ქალაქში დაბორიალებდნენ და კედლებს ხატავდნენ, იმის მიუხედავად, რომ კანონით ეკრძალებოდათ...
გამთენიისას კორპუსის სახურავზე ავიდნენ, შოკოლადების პარკით ხელში. სიგარეტი გააბოლეს და მზის ამოსვლას მიაშტერდნენ, - ასეთია თევზისეული რომანტიკა.
წყარო: astrologi.ambebi.ge