22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი სიახლეები და შთაბეჭდილებები გსურთ. ზოგიერთს მივლინება და გადაადგილება ელის. შეიძლება ადრე დაკარგულ ნივთებს მიაგნოთ. სამსახურში წესრიგი და დისციპლინა დაამყარეთ.
კურო
დაისვენეთ ექსპერიმენტებისგან. არაფერი ისეთი არ გააკეთოთ, რაც მომავალში უსიამოვნებებს შეგიქმნით. ჰარმონია შეინარჩუნეთ. გამოცდილ, ერთგულ მეგობრებს გადაუშალეთ გული.
ტყუპი
განწყობის გამო შეგეცვალოთ დღის განრიგი. მოერიდეთ საეჭვო ადამიანების გაცნობას და საეჭვო პროექტებში ჩართვას. არ გასცეთ დაპირებები, არ გააფორმოთ დოკუმენტები.
კირჩხიბი
დღეს ბევრისთვის სამაგალითო იქნებით და ეცადეთ, მოწოდების სიმაღლეზე იყოთ. ნერვიულობის მიზეზი არა გაქვთ. ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. კარგი დღე ელით მოგზაურებს, პედაგოგებსა და საზოგადო მოღვაწეებს.
ლომი
აღადგინეთ ნაციონალური და ოჯახური ტრადიციები. სამსახურში განაახლეთ ძველი წესები. სიახლეებს მოერიდეთ, გამოცდილი გზებით იარეთ. საკუთარი მომავალი სტაბილურ ბანკს, სადაზღვევო სისტემას ანდეთ.
ქალწული
მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან განიხილეთ იდეები და საქმეები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მეუღლესთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სასწორი
აიმაღლებთ ავტორიტეტს და გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. არ გამოავლინოთ ინიციატივა, სანამ არ გთხოვენ. პირადი პრობლემები გვერდზე გადადეთ და სამსახურის საქმეებს დაუთმეთ მთელი დღე.
მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ ინვესტორებთან, მეცენატებთან. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით
კარგ შედეგს მიაღწევთ. განსაკუთრებით, თუ საერთო გეგმა, მოსაზრებები გაქვთ.
მშვილდოსანი
გაიუმჯობესეთ სიტუაცია, პოზიცია. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და ეცადეთ, არავის საქმეში არ ჩაყოთ ცხვირი. კარგი დღეა ოჯახური ტრადიციების აღსადგენად. მეტი დრო დაუთმეთ უძრავ ქონების საკითხების მოგვარებას.
თხის რქა
მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. საჭირბოროტო საკითხები სასამართლოს გზით მოაგვარეთ, დოკუმენტები ნოტარიუსთან დაამოწმეთ. ქორწინების მსურველებმა არ იუკადრისოთ და საქორწინო ხელშეკრულება გააფორმეთ.
მერწყული
კარგი დღე ელით მათ, ვისთვისაც პირველ ადგილზე პროფესიონალური და ფინანსური ამბიციები დგას. იყავით მეტად პრაქტიკული. ზოგიერთი ფულის დაგროვებას, დაბანდებას გადაწყვეტს.
თევზები
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწევთ. თუმცა, თავი მაქსიმალურად უნდა დაიცვათ მოულოდნელობებისა და უსიამოვნებებისგან. კარგი დღე ელით ხელმძღვანელ და ლიდერ ნიშნებს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge