თეგებით ძიება

პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი ის საქმეებიც კი კარგად დასრულდება, რომელთა გამოც ნერვიულობდით. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ცვლილებებისთვის. მეტი მზრუნველობა და მორიდება გმართებთ უფროსი ნათესავებისადმი.
კურო
გადაადგილებების, დღესასწაულის მოწყობის დღეა. შეიძლება შეგეცვალოთ მარშრუტი, გეგმა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
ახალი ინტერესები და გატაცებები გამოგიჩნდებათ. ეგზოტიკური კერძების დაგემოვნების სურვილი გაგიმძაფრდებათ. მოდურ სიახლეებზე ფული ზომიერად ხარჯეთ.

კირჩხიბი
ნუ შეუშინდებით სიახლეებს. ზოგჯერ ძველი და შეჩვეული არ ნიშნავს კარგს. ცოტა ავანტიურიზმი დასაშვებია. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ

ლომი
საოჯახო საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში გამოცდა მოგინდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.

ქალწული
კარგი დღეა ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ დასასვენებლად. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას.

სასწორი
გეგმების განხორციელებას ახლობლების დახმარებით შეძლებთ. ზოგიერთს სიურპრიზი ელის. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.

მშვილდოსანი
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. ეს ეხება საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობას. ნუ გარისკავთ, თუ დაცული არ ხართ.

თხის რქა
წარმატებული დღე გელით და ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ განაწყენდებით, თუ გარშემო მყოფებს თავიანთი წესებით მოუნდებათ მოქმედება.

მერწყული
ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლით. ყველაფერი გამოსწორდება. მთავარია, ემოციები მოთოკოთ. ნათესავები საოჯახო საქმეებისგან გაგათავისუფლებენ. კარგია კონტაქტი შინაურ ცხოველებთან.

თევზები
შემოქმედებითი იდეების განხორციელების და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენების დღეა. ბავშვები სასიამოვნოდ გაგაოცებენ. იყავით იმ ადამიანების ერთგული, ვისაც ნამდვილად უყვარხართ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა