თეგებით ძიება

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი დაისვენეთ, ნუ შეასრულებთ რუტინულ საქმეებს. კარგი დღე ელით მსახიობებსა და მომღერლებს. აგრეთვე, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.
კურო
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენზე სათანადოდ არ ზრუნავენ. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტების ჭამას.

ტყუპი
სპორტის, რეპეტიციების, მგზავრობის დღეა. გაუფრთხილდით ფულს და პირად ნივთებს, არაფერი დაკარგოთ. ნუ შეიძენთ ნივთებს სარეკლამო აქციების დროს.

კირჩხიბი
საყიდლებისა და ფულის ხარჯვის დღეა. იყავით გულწრფელი და არავის მოატყუებინოთ თავი. კარგი დღეა საჩუქრების ასარჩევად.

ლომი
კარგი დღე ელით შუამავალ და მენეჯერ ნიშნებს. დღეს კოსმეტოლოგთან და სტილისტთან ვიზიტს არ გირჩევთ.

ქალწული
ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. შეიძლება ინტერესი
გაგიჩნდეთ ახალი საქმიანობისადმი.

სასწორი
არავის ასესხოთ ფული. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. არავის გაუმხილოთ თქვენი გეგმები, საიდუმლოებები.

მორიელი
არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ (ხელშეკრულებების გაფორმება, ხელის მოწერა). მოსალოდნელია ეჭვიანობა მანდილოსნებისგან. განსაკუთრებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან.

მშვილდოსანი
ვალდებულებებს დამოუკიდებლადაც გაუმკლავდებით, არ ღირს საკუთარ საქმეებში სხვების გარევა. სხვა დღისთვის გადადეთ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარება.

თხის რქა
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, გარიგებებსა და სასამართლო განხილვებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით.

მერწყული
პარტნიორებთან დიალოგისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხის სხვა დღისთვის გადადეთ.

თევზები
რუტინულმა საქმეებმა რომ არ გადაგღალოთ, მეტად კრეატიული უნდა იყოთ. სიახლეებს საჭიროებს პირადი ურთიერთობაც. მოერიდეთ მზის გულზე სიარულს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა