3-9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი სიყვარული - ზოგიერთს სურვილი გაუჩნდება, საყვარელ ადამიანს ახალი იმიჯით წარუდგეს. ზოგმა კი მეტი დრო უნდა გამონახოს პირადი ცხოვრებისთვის.
ფინანსები - კვირის ბოლოს ახალი საქმეები დაიწეთ. შეძლება კარგი იურისტის რჩევა დაგჭირდეთ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრომექანიკურ ინსტრუმენტებთან.
ჯანმრთელობა - დილით ვარჯიში კარგია. განწყობა კი თქვენს საქმეებზეა დამოკიდებული.
კურო
სიყვარული - უსიამოვნებები მშვიდად მოაგვარეთ. მოფერება და ტკბილი სიტყვა არავის აწყენს. იყავით მუდამ სასურველი საწინააღმდეგო სქესისთვის.
ფინანსები - შუა კვირაში დაწინაურება, საქმეებში წარმატება გელით. კვირის მეორე ნახევარში მოაგვარეთ ფორმალური საკითხები.
ჯანმრთელობა - სუფთა ჰაერზე სეირნობა და ნატურალური ვიტამინები მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. გაფრთხილდით, ნეგატივმა შეიძლება დაგაავადოთ.
ტყუპი
სიყვარული - დაუკვირდით რას გეუბნებათ საყვარელი ადამიანი და ეცადეთ, ხანდახან მაინც აასრულოთ დანაპირები.
ფინანსები - მოერიდეთ გაუთვალისწინებელ რისკს. დააკვირდით დეტალებს, რათა შეცდომები არ დაუშვათ. კვირის მეორე ნახევარში რთული საქმეების მოგვარებას შეძლებთ.
ჯანმრთელობა - სულიერად და ფიზიკურად გაძლიერებისთვის უნდა ივარჯიშოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს.
კირჩხიბი
სიყვარული - მსუბუქი ფლირტი და გატაცება კარგია, მაგრამ თუ დაქორწინებას არ აპირებთ, ადამიანს ნუ დააიმედებთ. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ.
ფინანსები - უსაფრთხოებაზე დაფიქრდით. შუა კვირაში საინტერესი შემოთავაზებებს მიიღებთ და ზოგიერთი ხელშეკრულებასაც გააფორმებს.
ჯანმრთელობა - დაიცავით თავი ორპირისა და მიკრობებისგან. მოერიდეთ სტრესს.
ლომი
სიყვარული - რაც უფრო მზრუნველი და მოსიყვარულე იქნებით, მით უკეთესია. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს.
ფინანსები - საქმიანი მოლაპარაკებების კვირაა. მეტად გაერკვევით საინვესტიციო საკითხებში, კრედიტებში.
ჯანმრთელობა - ნუ გადაიღლებით და არაფერი შეგაწუხებთ. მსუბუქი ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი საკვები საუკეთესოა თქვენთვის.
ქალწული
სიყვარული - მცირე უსიამოვნებები ტვინის კი არა გულის კარნახით მოაგვარეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს და გაარკვიეთ, რა გიშლით ხელს პირადი ბედნიერების მოპოვებაში.
ფინანსები - კარგად შესრულებული საქმისთვის მოითხოვეთ ხელფასის მომატება. კვირის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიისთვის.
ჯანმრთელობა - გამოძებნეთ კვალიფიციური ექიმი, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ და იმ პრეპარატებს გამოგიწერთ, რომლებიც გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.
სასწორი
სიყვარული - ნუ ეძებთ ეჭვიანობისა და ჩხუბის მიზეზებს, დატკბით ურთიერთობებით. ზოგიერთი ძველ პარტნიორთან დაშორებას და ახლის მოძებნას გადაწყვეტს.
ფინანსები - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება. ბიზნესმენებმა გაიუმჯობესეთ რეპუტაცია.
ჯანმრთელობა - ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობის გამო ჯანმრთელობას დაიავადებთ. კარგია მასაჟი და არომათერაპია.
მორიელი
სიყვარული - ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. თუ ადამიანი რეალურად მოგწონთ, სერიოზული ნაბიჯი გადადგით და ნუ დაელოდებით, სანამ სხავასთან წავა.
ფინანსები - მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოვლენას. მშვიდად და დაკვირვებულად იმუშავეთ. შუა კვირაში გაფორმებული ხელშეკრულებები დაკვირვებით შეამოწმეთ.
ჯანმრთელობა - ნუ გადაღლით თავს, ტვინს. მუსიკა (და ცეკვა) განწყობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალებაა.
მშვილდოსანი
სიყვ
არული - თუ მარტოხელა ხართ, ადამიანის გარეგნობს კი არა, მის შინაგან ბუნებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, მეუღლეს არაფერს დაპირდეთ.
ფინანსები - დაიცავით ფინანსები, უფლებები. კარგ შედეგს მოგიტანთ ინფორმაციასთან მუშაობა. აგრეთვე, საერთაშორისო ორგანზაციებთან კონტაქტი.
ჯანმრთელობა - ფიზიკური ფორმების გაუმჯობესების მიზნით ზიანი არ მიაყენოთ ჯანმრთელობას. აკონტროლეთ წნევა.
თხის რქა
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან მეტად თამამი და გულახდილი უნდა იყოთ. იაქტიურეთ, რათა გააუმჯობესოთ არსებული კაშირი.
ფინანსები - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ახალი იდეები კვირის მეორე ნახევარში კოლეგებთან ერთად განიხლეთ. საოჯახო ბიუჯეტი მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ.
ჯანმრთელობა - შეამცირეთ ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა. მეტად დაისვენეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი საკვები იდეალურია თქვენთვის.
მერწყული
სიყვარული - ნებისმიერი ადამიანის გულს მოიგებთ, თუ მოინდომებთ. გამოიყენეთ ყველა საშუალობა კარგი შთაბეჭდილება რომ მოახდინოთ სიმპათიის ობიექტზე.
ფინანსები - ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. კარგი პერიოდია თვითგანათლებისთვის. გავლენიან პირებსაც არ გაუმხილოთ თქვენი იდეები.
ჯანმრთელობა - განწყობას უფრო უნდა გაუმჯობესება, ვიდრე ჯანმრთელობას. თუმცა, ყელიც/კისერიც მოსაფრთხილებელია.
თევზები
სიყვარული - ზოგიერთი დაფიქრდება, ღირს კი ურთიერთობის გაგრძელება?.. ზოგიერთი კი სექსუალურ ფანტაზიებს განახორციელებს.
ფინანსები - გააუმჯობესეთ პირადი ინფორმაციების ნივთების დაცვა. კოლეგებთან ერთად იზრუნეთ სირთულეების დაძლევაზე.
ჯანმრთელობა - არეგულირეთ სითხის რაოდენობა. იყავით დაკვირვებული, ყურადღებით შეასრულეთ ექიმის მითითებები.
წყარო: astrologi.ambebi.ge