თეგებით ძიება

რომელია თქვენთვის წარმატების მომტანი რიცხვები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვინ არ ოცნებობს გაიგოს თავისი ბედნიერი თუ ნავსიანი რიცხვი და ყოველთვის მოიგოს ლატარეაში? ხდება ისეც რომ ხალხი წლების განმავლობაში ეძებენ მათ და მაინც ვერ პოულობენ. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ რომელია ყველაზე ბედნიერი რიცხვი თქვენს ცხოვრებაში? საკმარისია მიმართოთ ვარსკვლავებს - ე. ი. ზოდიაქოს ნიშნებს. ცნობილია, რომ ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები მსგავსნი არიან.

კურო ცნობილია თავისი ნებისყოფით, თევზები - რომანტიზმისაკენ მიდრეკილებით, სასწორი - არასასიამოვნო სიტუაციის
დიპლომატიურად განმუხტვის ნიჭით.

თუ ვარსკვლავებს ასე ძლიერი გავლენა აქვთ ადამიანის ხასიათსა და ბედზე, ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან გავლენა იქონიონ მათ წარმატებებზეც!

ვერძის ბედნიერი რიცხვები - 9, 10, 19, 28. ამ ნიშნის მქონეებს დიდ წარმატებებს მოუტანს. არანაკლებ წარმატებული რიცხვებია 7 და 47, ასევე რიცხვები ცხრიანებით.

კუროსთვის წარმატებული რიცხვებია - 6, 15, 24, 25. ყველა ეს რიცხვი ფიგურირებს ლატარიის სუპერპრიზების მომგებიან ვარიანტებში. საკმაოდ წარმატებული რიცხვია 75

ტყუპის ბედნიერი რიცხვებია: 3, 7, 16, 25 და 13-ც კი. ზოგადად ტყუპს უმართლებთ ყველა იმ რიცხვით, რომელიც სამიანით მთავრდება.

კირჩხიბის
ყველა წარმატებული რიცხვი ლუწია: 2, 8, 12, 26 და 72.

ლომებს პირიქით უმართლებთ კენტ რიცხვებში - 1, 9, 27, 81, 91. თუმცა არსებობს გამონაკლისი -18, რიცხვი, რომელიც ციფრთა ჯამში 9-ს იძლევა.

ქალწულის რიცხვები ემთხვევა ტყუპისას: 3, 7, 16, 23, 25 და 35.

სასწორებს ასტროლოგები ხუთიანებთან სრულ იდილიას უწინასწარმეტყველებენ, 5, 15, 25, 35 მათ წარმატებას მოუტანს. აგრეთვე, წარმატებული რიცხვებია 6 და 24.

მორიელს მართავს 7-იანი, ზღაპრული ციფრი, ასე, რომ თამამად აირჩიეთ ლატარიის ბილეთები რიცხვებით; 7, 14, 47, 87. ასევე -5 და 23 და თქვენ ზღაპრულად გაგიმართლებთ.

მშვილდოსანი მეორე ნიშანია, რომელსაც 13 წყალობს. უფრო მეტიც, მშვილდოსნისთვის ბედნიერება მოაქვს რიცხვებს, რომლებისაც ეშინიათ ჩინელებს: 4, 14, 24, 9 (მათთან 4 ასოცირდება სიკვდილთან).

თხის რქის რიცხვები: 3, 8, 12, 18, 21, 28, 30 - დიდი არჩევანი ლატარიის ყველა მოყვარულისთვის!

მერწყულებს დაჟინებით ვურჩევთ ითამაშოთ ლოტო, რადგან მათი ბედნიერი რიცხვია -11, ასევე - 2, 9, 20, 39 და 49.

თევზების ბედნიერი რიცხვების რიგი წააგავს მშვილდოსნის რიცხვებს: 1, 4, 10, 14, 19, 24, 28. თითქმის ყველგან ფიგურირებს 4-იანი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა