თეგებით ძიება

1-8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ვერძებო, თქვენი აქტიურობის დრო ახლა ნაკლებად არის, ცოტა ხანს გვერდზე გადექით და მოვლენების განვითარებას დააკვირდით. გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ.

კურო - კუროებმა შესაძლოა, ახალი პროექტები წამოიწყონ ან სამსახურში დაწინაურდნენ. ამასთანავე, შემოსავლების ზრდა და ახალი ნაცნობობა საუკეთესო განწყობას გპირდებათ მთელი კვირის მანძილზე.

ტყუპები - ჩანაფიქრის განხორციელებას ახლა ნუ დაიწყებთ, ჯერ კარგად დაგეგმეთ, ყველა დეტალი გაითვალისწინეთ და შემდეგ სასურველი იდეების პრაქტიკაში დანერგვას შეუდექით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კირჩხიბი - კარგი იქნება, თუ ახალ ნაცნობებთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობით შემოიფარგლებით და რომანტიკულ თავგადასავლებში არ გაეხვევით. ყურადღება მიაქციეთ ოჯახსა და შვილებს, თავისუფალ კირჩხიბებს კი შეუძლიათ, დასვენებით დატკბნენ.

ლომი - უხასიათობა და აგრესიულობა შემოგიტევთ, რასაც ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია. იყავით ყურადღებით და ნუ გამოიჩენთ უკიდურეს ეგოიზმს. მაქსიმალურად ერიდეთ ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ქალწული - როგორც იტყვიან: ახლა თქვენი დროა. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ.

სასწორი - გამოძინება და კვების რეჟიმის დალაგება - ეს ის ამოცანებია, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ, სხვაგვარად თქვენი ნერვული სისტემა ზედმეტ გადატვირთვას ვერ გაუძლებს.

მორიელი - „იჩქარე ნელა!“ - ეს იქნება ამ კვირაში თქვენი დევიზი. კარგი ამბებით დატვირთული კვირა გელით, მაგრამ ეცადეთ, არ გადააჭარბოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მშვილდოსანი - თქვენი ჩანაფიქრები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კარგად გაკვალულ გზას სწორი მიმართულებით დაადგებით და სხვების ინტერესებსაც გაითვალისწინებთ. დიქტატორული მიდრეკილებები მხოლოდ ხელს შეგიშლით.

თხის რქა - იყავით ზომიერი სიტყვებსა და ქცევებში. შესაძლოა, უგუნებობამ შემოგიტიოთ, მაგრამ ნუ გეშინიათ. ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

მერწყული - დაგეგმეთ მოგზაურობისა და დასვენების დღეები, თქვენს გონებასა და ფსიქიკას გადატვირთვა სჭირდება.

თევზები - „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!“ - ეს იქნება თქვენი დევიზი, თუ არ დაიზარებთ, გამბედაობას მოიკრებთ და თამამად იმოქმედებთ!

წარმატებები თქვენ!

წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა