თეგებით ძიება

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი მოაწესრიგეთ ვალებთან, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვфრელ ადამიანთან.
კურო
პასუხისმგებლობის გრძნობის გამო შეიძლება ზედმეტი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებამ მოგიწიოთ. იყავით დისციპლინირებული და დაიცავით შეთანხება.

ტყუპი
დასვენების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ. ქრონიკულმა დაავადებებმა თუ შეგახსენათ თავი, არ "გაატაროთ", მკურნალ ექიმს მიმართეთ.

კირჩხიბი
კრიტიკულად შეაფასეთ დღევანდელი მოვლენები. გარშემო მყოფები თბილად არიან თქვენ მიმართ განწყობილები, მაგრამ თავად რატომღაც სიცივეს გრძნობთ.

ლომი
დღეს საკუთარ გარემოში უცხო ადამიანის შეშვება არ მოგინდებათ. გამონახეთ დრო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული
მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტის ლაპარაკს. მეტად ჩაუღრმავდით
საკუთარ თავს. დღეს შეიძლება რაღაც ისწავლოთ - ცხოვრებისგან, კოლეგებისგან, ნათესავებისგან.

სასწორი
ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფულს. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი ძველი ნივთებისდამი. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

მორიელი
ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. პროფესიაში წარმატებას გამოცდილება, კეთილსინდისიერება და მიზანმიმართულება მოგიტანთ.

მშვილდოსანი
საქმეებს, უმნიშვნელოსაც კი, ზედაპირულად ნუ მიუდგებით. გადახედეთ უკვე შესრულებულებს და მიხვდებით, რომ ცუდი შედეგი არ გაქვთ. თუმცა, წინ დიდი გამარჯვება გელით, თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა.

თხის რქა
მომავალზე უნდა იყოთ ორიენტირებული. დაკვირვებულად იმოქმედეთ. არავის დახმარების იმედი არ გქონდეთ, გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

მერწყული
არავინ დაადანაშაულოთ თქვენს წარუმატებლობაში. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს: ჯანმრთელობის, შრომითი საკითხები.

თევზები
გადახედეთ საქმიან შემოთავაზებებს. შეიძლება სარფიანი ვარიანტები გაუშვით ხელიდან. დაალაგეთ სამომავლო კვირის გეგმა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა