კეტჩუპის კონსერვი
ინგრედიენტები:
პომიდორი - 6 ცალი
მწვანე, მწარე წიწაკა - 10 ცალი
ნიორი - 5 თავი
მიხაკი - 10 ცალი
ოხრახუში - 1 თავი
შაქარი - 1 ჩ/ჭ
მარილი - გემოვნებით
წითელი ბულგარული წიწაკა - 4 კგ
ხახვი - 5 თავი
დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
პილპილის მარცვლები - 10 ცალი
თეთრი ძმარი - 1 ჩ/ჭ
კარტოფილის ფქვილი (კრახმალი) - 200 გ
მომზადების წესები:
დაჭერით ინგრედიენტები, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ. კარგად ხარშვის დროს, ჩააყოლეთ ოხრახუში.გააცივეთ და გაატარეთ საცერში. ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაუმატეთ თეთრი ძმარი, შაქარი და მარილი გემოვნებით.ცალკე ქვაბში გადმოიტანეთ ორი ლიტრი ფაფა და ძალიან ფრთხილად შეურიეთ 200 გრამი კრახმალი. შემდეგ ჩააბრუნეთ და როგორც წესია, ისე შეურიეთ დანარჩენ მასას, რომელიც დუღს. წამოადუღეთ 5 წუთით და კეტჩუპი მზად არის. ცხლადვე ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში.
წყარო:gemrielia.ge