ხახვთან ერთად შემწვარი სოკო
ამ კერძის მოსამზადებლად უკეთესია, თუ გამოიყენებთ სხვადასხვა სახეობის სოკოს ნაკრებს. თუმცა, ჩვეულებრივი ქამა და ხის სოკოც შესანიშნავი იქნება.
ინგრედიენტები
სოკო - 800 გ
ნიორი - 2 კბილი
ხახვი შალოტი - 1 თავი
კარაქი - 30 გ
ოხრახუში - 1 კონა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
სოკო გარეცხხეთ და კარგად გააშრეთ. დაჭერით მსხვილ ან საშუალო ნაჭრებად, შეგიძლიათ დატოვოთ მთელ-მთელი.
ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად ოხრახუშთან ერთად. ხახვიც ასევე გაფცქვენით და დაჭერით წმინდად.
გაახურეთ ტაფაზე ზეითნის ზეთი და შეწვით სოკო მაღალ ცეცხლზე იქამდე, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
დაუმატეთ კარაქი, ხახვი, ნიორი და ოხრახუში და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge