თეგებით ძიება

არის ასობით შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგებლები მიდიან ადამიანებთან და სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან, ნინო გედენიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ნინო გედენიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მასთან მისული იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათ მოსთხოვეს დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, თუ ვის აძლევდა ხმას არჩევნებზე. გედენიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან არ გაამჟღავნა საკუთარი პოზიცია, ქართული ოცნების წარმომადგენლები აგრესიულად მიმართავდნენ მას და მისი სამუშაო ადგილი შეახსენეს. გედენიძის თქმით, ოცნების წარმომადგენლები ახდენდნენ ირიბ ზეწოლას, რათა ხმა მართველი პარტიისთვის მიეცა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ასეულობით ამგვარი ზეწოლის შემთხვევა ხდება, როდესაც ადამიანებს ემუქრებიან სამსახურების დაკარგვითა და სოციალური დახმარების მოხსნით. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ასეთი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.

„ 3 კვირის წინ, კარდაკარის ფორმატში იყო მოსული ქალბატონო და თავიდანვე კატეგორიულ ფორმატში მოითხოვა კარის გაღება, შემდეგ ასეთივე ტონოთ მკითხა, თუ ვის ვაძლევ ხმას, მე არ გამიჩნდა სურვილი და ვუთხარი, რომ არ ვეტყოდი, ამ ადამიანმა კი მომენტალურად გააკეთა დასკვნა, რომ რაკი ვმალავდი ჩემს პოზიციას, ვიყავი ოპოზიციის მხარდამჭერი, ამის შემდეგ ეს ქალბატონი წავიდა.

3 დღის წინ კვლავ მოვიდა ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და იცის, რომ მე არ ვარ მისი ამომრჩეველი და ამავე დროს, მიფიქსირებს ჩემს სამუშაო ადგილს, სახელს და გვარს და მაწვდის ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას. როდესაც მე ვუთხარი ამ ქალბატონს, რომ ეს იყო ზეწოლა და ვთხოვე, რომ გაემჟღავნებინა მისი სახელი და გვარი, მან არ მიპასუხა.

შემთხვევით კარდაკარ მოსიარულე ადამიანმა არ უნდა იცოდეს მე სად ვმუშაობ, მან ძალიან კარგად იცოდა სად ვმუშაობდი და გამაფრთხილა ირიბად, რომ ხმა მიმეცა ქართული ოცნებისთვის.“ - განაცხადა ნინო გედენიძემ.

ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საჯარო მოხელეების მიმართ ზოგადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. ვნახეთ შემთხვებები მაღალმთიან რაიონში, როდესაც პირდაპირ აიპ-ისა და სიპ-ების აწერინებდნენ ვისი თაბამშრომლები იყვნენ, აკეთებდნენ სიებს, ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სკოლის დირექტორებს ხსნიდნენ და ეს პროცესი კიდევ გრძელდება, ასეთი შემთხვევა არის ძალიან ბევრი და დღეს კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს.

მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები ათობით და ასობით, უბრალოდ, ადამიანები, რომლებთანაც ასეთი აგრესიული ფორმით მიდიან ოცნების წარმომადგენლები, პირდაპირ ემუქრებიან ან სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით, ან პენსიის შეწყვეტით, ან უებნებიან, რომ თქვენი შვილი მუშაობს საჯარო სამსახურში და დაკარგავს სამსახურს, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია, უბრალოდ ყველას არ შეუძლია, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დააფიქსიროს ეს პოზიცია, ამიტომ ქალბატონ ნინოს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ არ ეშინია და თამამად შეუძლია თქვას ის, რაც მოხდა.

ზოგაგად, ეს დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან, რომ ადამიანებს დაემუქროს მათი სამსახურების დაკარგვით, ლუკმა-პურის დაკარგვით, ასეთი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია. არ ღირს ასეთ ქმედებებად ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც მართლაც სურთ გარდამტეხი ცვლილებები, ამას გაითვალისწინებენ 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა