თეგებით ძიება

ჩვენთვის ევროპული სტანდარტის ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მეტროსადგურ რუსთაველთან ონკოპაციენტები იკრიბებიან

ამ წუთებში მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ონკოპაციენტები იკრიბებიან - მძიმე სენით დაავადებული მოქალაქეები როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ევროპული ჯანდაცვის სისტემას ითხოვენ. 

როგორც ადგილზე მყოფი კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ხათუნა სამნიძე "პირველებთან" აცხადებს, ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლისთვის ევროპული მომავალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ეს ჩემი ახალი იდენტობაა. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ დღეს. როგორც ყველა მოქალაქე ამ ქვეყნის, მეც ერთ დღეს ჩემს პოლიტიკურ თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ, ერთ დღეს ბათუმელებთან და ა.შ.. ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ჩვენი სიცოცხლისთვის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ევროპული სტანდარტის ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიცოცხლე რომ შეინარჩუნოს ამ ქვეყანამ, სჭირდება დემოკრატიული განვითარება და ევროპის ნაწილად ყოფნა. ჩვენნაირმა პაციენტებმა სიცოცხლე რომ შევინარჩუნოთ, ევროპული ჯანდაცვა გვჭირდება.

დამეთანხმება ყველა, ვინც უახლოეს ისტორიას იცნობს, უპრეცედენტოა, რომ ამდენი დღეა ადამიანები დაუღალავად ვიკრიბებით და ერთად ვგავართ რუსთაველზე. ეს ნიშანი უნდა იყოს ადეკვატური ხელისუფლებისთვის, რომ ადეკვატური პასუხი უნდა გაგვცეს, მაგრამ დღეს არ არის ხელისუფლებაში ისეთი ძალა, რომელიც ადეკვატურად შეხედავდა ამ ვითარებას. პირიქით, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის. ამ პროცესში პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია და ბედნიერი ვარ, რომ ის ასეთი ტიპის პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. ყველა ჩვენგანი ვგრძნობთ, რომ ის დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით. ჩვენც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ მის გვერდით", - ამბობს ხათუნა სამნიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა