თეგებით ძიება

"ვიცი რას ნიშნავს პარტიისთვის ახალი სისხლი, ახალი ხედვა"- ენმ-ს ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი შეუერთდდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი, რეფორმების გუნდის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი წარუდგინა.
"მოხარული ვარ, საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა, ძალიან გამოცდილი წევრი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში. არა მხოლოდ ეკონომიკური გეგმის, მთლიანად საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში. განსაკუთრებით მახარებს, რომ გეგმა, რომელიც დღეიდან იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისთვის და აქტიურად გავაცნობთ მთელს ქვეყანას, თუ რას გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ გამარჯვების შემდეგ მყისიერად პროფესიონალების მიერ არის შემუშავებული. კიდევ უფრო მიხარია, რომ ეს პროფესიონალები წარმოადგენენ ახალგაზრდა, განათლებულ, უკვე გამოცდილ თაობას. თაობას, რომელსაც განათლება მიღებული აქვს ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა იმ ვითარებაში, როდესაც გამომუშავებული აქვს უნარი ასეთი ადამიანების, ახალგაზრდა რეფორმატორების გარშემო გაერთიანდეს. ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას ირაკლი ყიფიანი თავის მეგობრებთან ერთად დღეიდან არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. განსაკუთრებით მიხარია ეს მოვლენა, რადგან მეც შემიძლია ჩემი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ ახალ წევრად მოვიხსენიო. ხუთი წელია ამ პარტიაში ვარ და ვიცი რას ნიშნავს ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი ხედვა. ირაკლი ყიფიანი არ არის მხოლოდ ახალი სახე, ის თავის მეგობრებთან ერთად წარმოდვიდგენს ახალ ხედვას, თუ როგორ უნდა ვიხსნათ ქვეყანა სიღარიბისგან.

ოლიგარქი ერთის მხრივ უნდა დავამარცხოთ და დამარცხება იქნება ხალხის დახმარებით. მთავრი იწყება 1 ნოემბრიდან, მთავრი არის სიღარიბის დაძლევა.

გეგმაში, რომელიც შეიმუშავა ირაკლი ყიფიანმა თავის მეგობრებთან ერთად, კონკრეტულად არის გაწერილი საკითხები, რეფორმები და ვადები - რა ვადაში რა რეფორმა უნდა გატარდეს. იმისთვის, რომ ამ ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს ცხოვრების არ ეშინოდეს და მეტიც, ადამიანები დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს.

მერგო პატივი, გლდანში, ჩემს საარჩევნო შტაბში წარვადგინო ირაკლი ყიფიანი, შტაბში სადაც ასევე უამრავი ახალგაზრდა ადამიანი შემოუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას.".


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა