თეგებით ძიება

"ივანიშვილს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი არ ადარდებს, მთავრობა უნივერსიტეტში სწავლის განახლებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს" - ხატია დეკანოიძის საგანგებო ბრფინგი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, პანდემიის უპრეცენდენტო ზრდამ აშკარა გახადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ვერ უმკლავდება კრიზისს ვერც ეკონომიკური და ვერც ჯანდაცვის კუთხით.


"პირველ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია გამოეყენებინა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. დღეს უკვე აშკარაა, რომ არავითარი კრიზის მართვა არ არსებობს. ხელისუფლებამ ადამიანები დატოვა ბედის ანაბარა და აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი არ ადარდებს.

პირველ ეტაპზე, რამდენიმე შემთხვევის გამო ხელისუფლებამ ქვეყანა პრაქტიკულად ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა. გვახსოვს როგორ გადაიყვანეს ყველაფერი ონლაინ სწავლებაზე, ონლაინ მუშაობაზე და გვახსოვს, როგორ ტრაბახობდა ბატონი გახარია იმით, რომ ქვეყანა ეპიდსიტუაციას უმკლავდება. ახლა კი ამბობენ, რომ აუდიტორიებში სწავლება უნდა განახლდეს. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ის პოლიტიკური ქულების ჩასაწერად კოვიდ ვითარებას. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და იყვნენ ონლაინ-დისტანციურ სწავლაზე, ჩამოვიდნენ თბილისში და შესაბამისად ვერ მისცენ ხმა რეგიონში. თბილისში რამდენიმე დღით ადრე ჩამოსული სტუდენტისთვის ძალიან რთული იქნება მათ შორის არჩევნების დღეს გადაადგილება გამომდინარე იმ სიტუაციიდან რომელიც არის ქვეყანაში და გამომდინარე ეკონომიკური კრიზისიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ადარდებს ადამიანების ბედი, მათ შორის რისკ ჯგუფის ბედი.

ყველას უნდა გვახსოვდეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენს გონებაში უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი ეს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს. ეს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება ეკონომიკურ და ჯანდაცვის კრიზისს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს და მოვიდეს იმ პროფესიონალი ადამიანების გუნდი, რომლებიც ქვეყანას არსებული კრიზისიდან გამოიყვანენ და ადამიანებს ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნდებათ. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე უდიდესი სიფრთხილის და იმ ნორმების დაცვით რომელიც აუცილებელია."- აცხადებს დეკანოიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა