ჭიაბერაშვილი კორონაეპიდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს
ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდ-ვითარებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს შედეგი მოიტანა ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ და 7 თვის განმავლობაში არანაირი ნაბიჯის გადადგმამ.
ჭიაბერაშვილმა წარადგინა ეპიდემიის მართვის სტრატეგია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, რათა გამოსწორდეს ის მძიმე ეპიდ- სიტუაცია, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩააგდო ქვეყანა.
1. სწრაფი რეაგირება = შენი სიმშვიდე
· ერთი ზარის პრინციპი: 112-ის და ოჯახის ექიმების სისტემების ინტეგრირება, რომ ყველა ზარზე მიიღონ კვალიცირებული პასუხი და რეაგირება. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება
· ხარისხიანი სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდა მასობრივად. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება
2. ეფექტური ზრუნვა = შენი გამარჯვება კოვიდზე
· საველე ჰოსპიტლების მოწყობა და კოვიდსაწოლების რაოდენობის და სასუნთქი აპარატების გასამმაგება
· მრავალპროფილური კლინიკების შენარჩუნება სხვა დიაგნოზებისათვის
· კოვიდკლინიკებად გადაკეთებული მრავალპროფილური კლინიკების ფინანსური დანაკლისის შევსება
· სამედიცინო დაწესებულებების პერსონალური დამცავი საშუალებებით აღჭურვა, 2-კვირიანი ცვლის სისტემების აწყობა და სამედიცინო პერსონალის მუდმივი ტესტირება
3. პრევენცია = კორონას საბოლოო დამარცხება
· მასიური საინფორმაციო კამპანია
· პირბადეების ხელმისაწვდობომის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის
· პირბადეების სავალდებულობა საჯარო სივრცეში
· რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების (მოხუცები, მძიმე თანმდევი დაავადებების მქონე პირები) ნებაყოფლობით უსაფრთხო სივრცეებში გადაყვანა, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ
წყარო:newposts.ge