თეგებით ძიება

"უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არა ჯანსაღ საქციელი" - ირაკლი კობახიძის მორიგი შტურმი

ზუგდიდში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, "ქართული ოცნება" პრობლემას ისევ მედიაში ხედავს და აცხადებს, რომ დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა ყოველგვარ ეთიკის ზღვარს სცდება.
"ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არა ჯანსაღ საქციელს, რისი თვითმხილველიც გუშინ, მთელი დღის მანძილზე გახდა ქართული საზოგადოება.

ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილზე პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და აშ. პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს ცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული მოქალაქეები, მეორე მხარეს იდგნენ, ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია მათი, დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა." - თქვა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, რომ გუშინ კობახიძემ "მთავარი არხი" "გლავკანალად", ხოლო ტვ პირველი "პერვი კანალად" მოიხსენია და თქვა, რომ მათ საქმიანობაში სისხლის სამართლის ნიშნებს ხედავს.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა