თეგებით ძიება

კალაძის ლოგიკა: "წინა წლებში მიზანმიმართულად იყო "ვირტუალური საქართველო შექმნილი, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო"

თბილისის მერი, კახა კალაძე გახშირებულ კრიმინალურ ფაქტზებზე კომენტარს აკეთებს და ისევ წინა ხელისუფლებაზე აპელირებს.

კერძოდ, კალაძის ლოგიკით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, მაგრამ ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო.

"რაც შეეხება კრიმინალს, ეს მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს",-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, კრიმინალს არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროპის ქვეყნებიც ებრძვიან.

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა