თეგებით ძიება

"ჩვენი მმართველობის დროს, გადარჩა უამრავი სიკვდილისათვის გადადებული ადამიანი, მიმართეთ სტატისტიკას!" - ვოლსკი

"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული - მიმართეთ სტატისტიკას," - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ , სიღარიბის თემაზე დასმულ კითხვას.

მან განაცხადა, რომ ტენდენციები პოზიტიურია და ის შენარჩუნდება.

“ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 150 ათასზე მეტი ადამიანი მიიღო, რომელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. მიმართეთ სტატისტიკას! რასაკვირველია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩენილ ადამიანებს ვერ დააიმედებ იმით, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დარჩა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვინც დასახმარებლად სახელმწიფოს რესურსს საჭიროებს, მაგრამ ფაქტია, რომ დახმარების რესურსი კიდევ უფრო გაიზარდა - დაწყებული ჯანდაცვითა და ნებისმიერი სოციალური შემწეობით. უამრავ მშიერ ბავშვს ხელფასი დაენიშნა, გადარჩა უამრავი სიკვდილისათვის გადადებული ადამიანი. მთაში დასაქმებულები, პენსიონერები გაცილებით უკეთეს სოციალურ პაკეტს იღებენ“, - გია ვოლსკი.

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა