თეგებით ძიება

"კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს" - კონგრესმენი სტივ კოენი

კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ად აქ­ცევს, - ამის შე­სა­ხებ კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) აცხა­დებს.

"კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ად აქ­ცევს. რე­ჟი­მის ბან­დი­ტე­ბი არ­ბე­ვენ და აკა­ვე­ბენ დე­მონ­სტრან­ტებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს ითხო­ვენ, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტარ­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ტრან­სატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა და­ვეხ­მა­როთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახ­მა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბი­თა და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბით“, - აცხა­დებს სტივ კო­ე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) კონ­გრეს­ში „MEGOBARI აქტი“ ხე­ლახ­ლა წა­რად­გი­ნა.

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის, ჯო უილ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „MEGOBARI აქტი“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხოვს და კო­რუფ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და­სან­ქცირ­დე­ბი­ან. უზ­რუნ­ველ­ყოფს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი აღ­დგე­ბა. მო­ი­თხოვს სრულ მოხ­სე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­სა და „ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ სა­დაზ­ვერ­ვო აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ძი­რის გა­მო­თხრის მიზ­ნით რუ­სე­თი­სა და „ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა