ნიუ-იორკის სასამართლო დონალდ ტრამპს განაჩენს 10 იანვარს გამოუტანს
ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ ხუან მერჩანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა 10 იანვარს ჩანიშნა. საქმე ეხება პორნო მსახიობისთვის, სტორმი დენიელსისთვის გარკვეული თანხის გადახდას. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ დონალდ ტრამპს პროცესზე დასწრება, ან განაჩენის მოსმენა ვიდეოკავშირის მეშვეობით შეუძლია.
მოსამართლემ მიანიშნა, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, მაგრამ პატიმრობას, ჯარიმას ან გამოსაცდელ ვადას არ მიუსჯის.
მანამდე მერჩანმა უარყო ტრამპის შუამდგომლობა საქმის დახურვის შესახებ. მოსამართლე აცხადებს, რომ განაჩენის გამოტანის „ვერანაირი იურიდიული დაბრკოლება“ მან ვერ იპოვა და საბოლოო ვერდიქტი „მართლმსაჯულების ინტერესებში“ შედის.
ტრამპი ამ საქმეს „პოლიტიკურ შეტევას“ უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.