თეგებით ძიება

ოპოზიციის რადიკალური სპექტრის წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ "ოპოზიციის რადიკალური სპექტრის წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები":

„ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც,

ეს არის რეალობა, ოპოზიციამ იციან რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, ამ სქემის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები. თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელონ გარკვეული ქმედებები“ - თქვა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა