თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

“მეხსიერებას პირდაპირ ურტყამს! ისეთი დეტალები მავიწყდება, გადარეული ვარ…” – ტელე-ჟურნალისტი კლინიკიდან კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს

“ტვ პირველის” კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, სოფო ნიაური კლინიკიდან მეექვსე დღეს კოვიდსასტუმროში გაწერეს.

როგორც სოფო “პრაიმტაიმთან” ამბობს, დაინფიცირებიდან ერთ კვირაში მან გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაკარგა. ამ ეტაპისთვის სხვა სიმპტომი არ აღენიშნება.

ჟურნალისტი კოვიდსასტუმროს ექიმის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს და მას უყურადღებობაში ამხელს.

სოფო ნიაური: – კოვიდასასტუმროში ვარ, სადაც სულ კორონავირუსიანი პაციენტები არიან განთავსებულნი. რომ მოვედი, აქაურმა ექიმმა ერთხელ დამირეკა და მას შემდეგ არ მოვუკითხივარ. მესამე დღეა აქ ვარ.

ნებაზე ვართ მიშვებულნი, კაციშვილი არ გვკითხულობს. ნომერი კი მაქვს და საჭიროებისამებრ დავრეკავ, მაგრამ თვითონ არ ინტერესდებიან პაციენტების მდგომარეობით.

ცოტათი სუსტად ვარ. გემოს და სუნის შეგრძნება დამიქვეითდა. მეხსიერებას პირდაპირ ურტყამს! გადარეული ვარ. ისეთი დეტალები მავიწყდება…

წყალს ვსვამ უზომოდ. ფიზიკურად ვერ ვმოძრაობ. ოთახში გავდივარ-გამოვდივარ, მაგრამ სივრცე არ მყოფნის.

ალბათ, ხვალ აქედანაც გამწერენ. მეათე დღეს, ახალი პროტოკოლის თანახმად, ინფიცირებულად აღარ ითვლები. არც ორგანიზმშია ვირუსი და აღარც გადამდები ხარ…



წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა