თუ საჭირო გახდა, 8000-მდე დაუსაქმებელი ექიმი გადამზადდება და მიეხმარებიან ჩვენი ჯანდაცვის სისტემას - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში უამრავი დაუსაქმებელი ექიმია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადამზადდება, რათა ადამიანური რესურსის დანაკლისი არ იგრძნოს ჯანდაცვის სისტემამ:
"ჩვენთან აქტიურად დასაქმებულია, დაახლოებით, 19 ათასამდე ექიმი, 17 ათასამდე ექთანი. ამის გარდა, ქვეყანაში არის 27-28 ათასამდე სერტიფიცირებული ექიმი. ექიმები, ამ 19 ათასის ზემოთ, 7-8 ათასი ექიმი, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ არ არიან დასაქმებულნი, შესაძლებელია და არის საუბარი, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ისინი მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი პენსიაზეა გასული, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობის გამო", - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო:newposts.ge