თეგებით ძიება
28. 10. 2020 COVID - 19

კორონავირუსი კიდევ 2 197 პაციენტმა დაამარცხა

ბოლო 24 საათში​ საქართველოში კიდევ 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ, ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა