"იმდენად "აჭრილები" არიან, ერთმანეთს სცემენ, მიმდინარეობს დაშავებულების დამუშავება, რომ ყველაფერი ენმ-ს დააბრალონ" - შაშკინის საგანგებო განცხადება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი ახალქალაქში შექმინლ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
შაშკინის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში ერთი პირი სცემეს, რომელმაც მაშინვე ჩვენება მისცა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, შსს ცდილობს, აღნიშნულმა პირმა ჩვენება შეცვალოს და ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.
„იდენტიფიცირებული იყო ყველა მოძალადე, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს ძალადობის ფაქტზე რეაგირება მოეხდინათ, ამ ადამიანზე ზეწოლა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, შსს და სუს-ი ცდილობს, „დაამუშავოს“ ეს ადამიანი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი დაადოს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, „ნაციონალური მორაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს არანაირ ძალადობას. ჩვენ ამ საქმით დაკავებულები არ ვართ. ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები წააგო მაშინ, როდესაც შექმნა ბანდები, რომლებიც ძარცვავენ და იპარავენ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო შსს-ს, არსებობს ამ ადამიანის ჩვენება, რომელიც არის ჩაწერილი კამერების მეშვეობით, ასევე მოწმის ჩვენება, რომელიც დეტალურად ასახავს, თუ რა მოხდა, როგორ სცემეს ეს ადამიანი. მინდა ვთხოვო შსს-ს, მიიღეთ ზომები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი ძალიან დიდი ტრაგედიისკენ მიდის. „მინდა გითხრათ, რომ ეს ძალადობა უკვე გადადის სხვა რაიონებზე, მაგალითად ახალქალაქში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სცემეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ანუ, უკვე იმდენად „აჭრილები“ არიან, ერთმანეთს სცემენ“,- განაცხადა შაშკინმა.
წყარო:newposts.ge