კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება იკუპირებულ ცხინვალში - გარდაცლილია 6 ადამიანი
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, რეგიონში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
კოჩიევას განცხადებით, გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცია, რომლის დაღუპვის მიზეზი გართულებული პნევმონია გახდა.
ცნობისთვის, 5 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 580 ადამიანი დაინფიცირდა.
წყარო:newposts.ge