თეგებით ძიება
28. 10. 2020 COVID - 19

ტოვებს თუ არა კორონავირუსი იმუნიტეტს ? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგივი განმარტავს, რომ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღწერილი, ამიტომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ , რადგან თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება.

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები - ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“ - T-ლიმფოციტების. ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ. შეიძლება, ინფექცია გადავიტანო და ეს ანტისხეულები არ მესაზღვრებოდეს ან ძალიან დაბალი მქონდეს, ვთქვათ, 2,3,4 თვეში დამეკარგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ T-ლიმფოციტური იმუნიტეტი არ მაქვს.

სხვათა შორის, ეს კაროლინსკას ინსტიტუტმა დაადგინა, სადაც ნობელის პრემიას გასცემენ მედიცინის სფეროში, შვედეთში. იმდენად მაღალია შიდასაზოგადოებრივი გავრცელება აშშ-ში, ევროპის ყველა ქვეყანაში, აუცილებლად იქნებოდა რეინფიცირების ასეულობით და ასიათასობით შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები კი არ ფიქსირდება. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა პუბლიკაციების დონეზე აღწერილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მხრივ, მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს, მინიმუმ, ნახევარი წელი დაცული იქნება“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა