თეგებით ძიება
28. 10. 2020 COVID - 19

კოვიდინფიცირებული ორსულის კლინიკიდან გაქცევის ფაქტს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა უარყოფს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კოვიდინფიცირებული ორსული კლინიკიდან გაიქცა.

როგორც „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტი იყო უსიმპტომო და თავისი სურვილით ბინაზე მკურნალობა მოითხოვა.

„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ორსული პაციენტი გაიქცა. მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

იყო უსიმპტომო, მაგრამ ორსული. არ ვუშვებდით, სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ მოითხოვა პაციენტმა სახლში გაწერა, ოჯახი ისტერიკაში იყო და გუშინ საღამოს გავუშვით სახლში.

კლინიკის დაცვამ ხელის მოკიდებით ჩააბარა ოჯახს“, – ამბობს ლალი ტურძელაძე.


წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა