თეგებით ძიება

ხმები პროდუქტების სანაცვლოდ - წინასაარჩევნო მოსყიდვა შიდა ქართლში

ამომრჩევლი სავარაუდი მოსყიდვის ფაქტები შიდა ქართლში. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ,,ქართული ოცნება" სოფლებში პროდუქტებს არიგებს, სანაცვლოდ კი 31 ოქტომბრის არჩევნებზე მხარდაჭერას ითხოვს.
ფაქტი ჟურნალისტებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს. ადგილობრივების თქმით, პროდუქტები მათ დღეს პირადად მერის წარმომადგენელმა გადასცა. გამგებელი ამ ფაქტს არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ პროდუქტები მხოლოდ პანდემიის დროს, რამდენინე თვის წინ დაარიგეს. ოპოზიციის წარმომადგენლის, ნუგზარ ნონიაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გუნდი მსგავს მეთოდებს უკვე დიდი ხანია მიმართავს და საკვები პროდუქტების და ფულის სანაცვლოდ ხალხს სთხოვს ხმა მათ კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილს მისცენ, რომელიც სუსის უფროსის მოადგილის ძმაა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა